ისე უნდა იცხოვრო, რომ მერე კარგი მოგონებები დაგრჩეს. ამისათვის კი, ხანდახან გიჟური საქციელის ჩადენაცაა საჭირო და მოსინჯო რაიმე ახალი, შეუცნობელით შთაგონდე და დაუვიწყარი ცხოვრება განვლო.
- ნამდვილად ეგზოტიკური ადგილების მონახულება, სადაც თავს ისე იგრძნობ, თითქოს სხვა სამყაროში მოხვდი.
- რაიმე მუსიკალური ფესტივალის ბილეთების შეძენა და უცნობების გარემოცვაში მხიარულება.
- მარათონის გარბენა.
- წყალში შიშვლად გაცურვა.
- ისეთი კერძის მომზადების სწავლა, რომელიც თქვენი საფირმო გახდება და ახლობლებისა და მეგობრების გახარება.
- გენეოლოგიური ხის შედგენა, რომელიც მოულოდნელ აღმოჩენამდე მიგიყვანთ.
- მოსინჯოთ ბანჯი-ჯამფინგი ან პარაშუტით ხტომა.
- მთელი ღამე უცნობ ქალაქში წვეულებაზე დროის გატარება.
- კოქტეილების მომზადების სწავლა.
- კარაოკე-ბარში სიმღერა, თუნდაც არც ხმა გქონდეთ და არც სმენა.
- დაივინგი და აკვალანგით ყვინთვა.
- სამოგზაუროდ წასვლა და უცხო ქვეყანაში დაკარგვა. ხანდახან სწორედ ასეთი რამ ხდის მოგზაურობას დაუვიწყარს.
- მთის დალაშქვრა. ევერესტი აუცილებელი არაა.
- ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ღამის გატარება.
- გაიარო მასტერ-კლასი იმ სფეროში, რომელიც ყოველთვის გაინტერესებდათ და რომელშიც ვერ ერკვეოდით. მაგალითად, ხელსაქმე, მწერლობა, გოლფი.
- კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩადგომა.
- მოსინჯო ძალები ვოლონტიორულ საქმიანობაში.
- იპოვო ადამიანი, რომელიც ძვირფასი გახდება შენთვის.
- მარტო მოგზაურობა. ეს ცოტათი საშიშად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მაგარია.
- მთავარი სპორტული მოვლენის დასწრება - თასი, სუპერთასი, მსოფლიო ჩემპიონატი.
- უცხო ადამიანებთან ერთად სახლის ქირაობა. დარწმუნებული იყავით, ასე კარგ მეგობრებს შეიძენთ.
- ტელეფონის გამორთვა და სამყაროსგან მოწყვეტა მთელი კვირის განმავლობაში.