ფსიქო

თქვენ თავით აზროვნებთ თუ გულით? 5 ძირითადი განსხვავება

თქვენ თავით აზროვნებთ თუ გულით? 5 ძირითადი განსხვავება
კაცობრიობა არ იყოფა მარტო ქალებად და მამაკაცებად, ”ტექნოლოგიურებად” და ”ჰუმანიტარებად”, არსებობს ადამიანთა კიდევ ორი ჯგუფი: ”ემოციური” და ”რაციონალური”.

”რაისის” უნივერსიტეტის მკვლევარებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს და ხუთი ძირითადი განსხვავება იპოვეს.


  1. ისინი, ვინც ”თავით აზროვნებენ”, საკუთარ თავს - რაციონალურ, ლოგიკურ ადამიანებად მიიჩნევენ, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი სენტიმენტალურობისაკენ. დანარჩენები, ვინც გულით ფიქრობენ, საკუთარ თავს ემოციურ ადამიანებად თვლიან, რომლებიც ძალიან კომუნიკაბელურები არიან და თანაგრძნობა შეუძლიათ.
  2. ”გულიანი” ადამიანები ისეთ მოვლენებსაც განიცდიან, რომლებიც პირა
    დად მათ არ ეხებათ. ისინი ხშირად განიხილავენ ზოგად კეთილდღეობას და იშვიათად - საკუთარს. ამის გამო ისინი ხშირად ვერ აღწევენ ცხოვრებაში სასურველ მიზანს.
  3. ”თავით მოაზროვნეები” უკეთესად სწავლობენ სკოლაში. იმიტომ არა, რომ მათ უფრო მეტი ტვინი აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ნაკლებ დროს კარგავენ სხვების პრობლემებზე ფიქრში.
  4. გულიანი ადამიანები უფრო დიდ სტრესში ცხოვრობენ. ამას რაციონალური ახსნა აქვს: მათ გამუდმებით შესტკივათ გული - ყველაფერზე.
  5. იმაზე, რაციონალური ხართ თუ ემოციური, დამოკიდებულია, როგორ ხარჯავთ ფულს. რაციონალური ადამიანები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ და აი, რატომ: არჩევანის პროცესიც შეიძლება ძალიან დიდხანს გაუგრძელდეთ.

იხილეთ ასევე: რა უნდა იცოდნენ მათ, ვინ ხშირად ელაპარაკება საკუთარ თავს
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93