ბედნიერების მოსაპოვებლად ადამიანები სხვის მიერ ნაცადი რეცეპტებით სარგებლობენ.
ეყრდნობიან სიბრძნეს, გამოცდილებას და ურთიერთობის ხელოვნებას. განსაკუთრებით საყურადღებოა წყვილებს შორის ურთიერთობების აწყობა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც წარმატებული კავშირის საწინდრად მიიჩნევა:
- წარსული დატოვეთ წარსულში. საუკეთესო ურთიერთობებისთვის აუცილებელია, ის სულ თავიდან, თეთრი ფურცლიდან დაიწყოთ. არასდროს შეადაროთ თქვენ გვერდზე მდგომი წინამორბედს.
- ბედნიერება თქვენით იწყება, გინდათ იყოთ ბედნიერი? – გახდით ბედნიერი!
- აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია და ნდობა. ნუ მოგერიდებათ, შეყვარებულთან თუ მეუღლესთან ერთად იმსჯელოთ თქვენს ინტერესებზე. ზოგ საკითხზე მიაღწევთ შეთანხმებას, ზოგ საკითხზე მის აზრს შეიტყობთ. აუცილებელია ენდობოდეთ მას და მისთვისაც სანდო ადამიანად გადაიქცეთ.
- უნდა დაიცვათ საკუთარი ,,მე" და პატივი სცეთ მას... თქვენი თავი თქვენვე უნდა გეკუთვნოდეთ. შეინარჩუნეთ ინდივიდუალიზმი. გამონახეთ პატარა ჰობი, რომელიც მხოლოდ თქვენი იქნება. კარგი ურთიერთობებისთვის უკეთესია ხშირად ერთად გაერთოთ. დააბალანსეთ ,,მე" და ,,ჩვენ".
- ურთიერთკავშირი ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ, ზოგჯერ საკუთარ ,,მე"-ზე წინ.
- ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის ყველაზე მტკიცე კავშირად ითვლება. გაუფრთხილდით მეუღლეს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე შეჰფიცეთ ერთგულება და გვერდზე დგომა.
- ყოველთვის გახსოვდეთ დაქორწინების მიზეზი... თქვენ დაქორწინდით იმისთვის, რომ გაინაწილოთ ჭირი და ლხინი და არა საბანკო ანგარიშები.
- ნუ შეედრებით სხვა წყვილებს. ისინი ყოველთვის უფრო მშვიდები, წარმატებულები, შეყვარებულები და ბედნიერები მოგეჩვენებათ.
- ნურასდროს იფიქრებთ იმაზე, რა იქნებოდა მაშინ, თუ ცხოვრებას სხვას დაუკავშირებდით. ძველი ნაცნობები ძირითადად დადებითი ნიშნებით გვახსოვს. არავინ იცის, როგორები იქნებოდნენ ისინი თანაცხოვრებისას.
- უნდა იცოდეთ, რომ სიყვარული არა მარტო ჭკნება, არმედ ღვივდება კიდეც. თუ შეყვარებულობისთვის მცირე დრო გქონდათ, გაილამაზეთ ყოველი დღე. მოუწყვეთ ერთმანეთს სიურპრიზები. ნუ დაგეზარებათ გააოცოთ ერთმანეთი. ეს ყველა ასაკში უფრო სასიამოვნოა და ზრდის პარტნიორის თვითშეფასებას სწორედ მაშინ, როცა მას ჰგონია, რომ მოგბეზრდათ მასთან ცხოვრება – დაანახვეთ, რომ ის თქვენთვის საუკეთესოა.
- ფინანსურ ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ურთიერთობებს ნუ გადააყოლებთ. ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა ამ დროს გამოიცდება.
- ხშირად უთხარით ერთმანეთს, რომ გიყვართ. ეცადეთ, ასევე იფიქროთ. დროდადრო ამის გაზიარება და საპასუხოდ მოსმენა ძალიან სასარგებლოა.
- რაც უნდა მოუცლელი იყოთ, გამონახეთ დრო რომანტიკისთვის.