ფსიქო

7 რამ, რაც ამ შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გააკეთოთ

7 რამ, რაც ამ შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გააკეთოთ
ვიდეო
თუნდაც თქვენი საბანკო ანგარიში გზღუდავდეთ, შეგიძლიათ არ გამოხვიდეთ ბიუჯეტის ჩარჩოებიდან, როცა გართობას გეგმავთ. თქვენ წინაშეა 7 ხელმისაწვდომი და ამავდროულად, საოცარი რამ, რომლებიც ამ შემოდგომაზე მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ გააკეთოთ:
მოამზადოთ ლატე თავად



არ არის საჭირო, ძვირად ღირებულ კაფეში დასხდეთ ლატეს გემოთი დასატკბობად. არსებობს უამრავი ხელმისაწვდომი და სუპერმარტივი რეცეპტი, რომლის მიხედვითაც თქვენს სამზარეულოში სასურველ კომფორტს მიიღებთ და გემრიელი ყავით ისიამოვნებთ.


სცადოთ გოგრის ამოჭრის ყველა ვარიანტი (იხ. მოდური გოგრები ჰელოუინისთვის)

მოდური გოგრები ჰელოუინისთვის

იმის ნაცვლად, რომ ჰელოუინის წვეულებაზე წახვიდეთ, სადაც არა
მხოლოდ შესვლის, არამედ გოგრის საფასურის გადახდაც მოგიწევთ, შეიარეთ მაღაზიაში და შეიძინეთ იაფფასიანი გოგრა. ამოჭერით მეგობართან ერთად და მოაწყვეთ წვეულება შინ!

მოაწყოთ შემოდგომის თემატიკის ფოტოსესია

შემოდგომაზე ბუნება საოცარ შეფერილობას იღებს, რომლის თვალიერება უსასრულობამდე შეიძლება. გამოიყენეთ ეს წარმოუდგენელი ფონი და მოაწყვეთ ფოტოსესია. საუკეთესო კი ის არის, რომ ეს სრულიად უფასოა.

ითამაშოთ მეგობრებთან ერთად ფეხბურთი

შეიკრიბეთ და წადით პარკში ფეხბურთის სათამაშოდ. შემოდგომა თითქოს ამ თამაშისთვისაა შექმნილი, როცა ამინდი ხელს გიწყობს ქუჩაში გასართობად.

უყუროთ საშინელებათა ფილმს

თუ არ შეგიძლიათ ეწვიოთ სახლს, სადაც მოჩვენებები ბინადრობენ, ამ შეგრძნებებს ფილმის ყურებით მიიღებთ. მოიმარაგეთ მეგობართან ერთად ხემსები და პოპკორნი, ეს გაცილებით იაფია, ვიდრე კინოში წასვლა.


გამოიჩინეთ ფანტაზია ცხელი შოკოლადის მომზადებისას



შემოდგომაზე, სიმყუდროვის შესაგრძნობად, ყველას გვსურს ცხელი შოკოლადის მირთმევა. კაფეებში სხვადასხვა არომატის მქონე სასმელს გთავაზობენ, თქვენ კი თავად შეგიძლიათ მოამზადოთ იგი შინ მეგობართან ერთად.

დაგეგმეთ საშემოდგომო გარდერობი




შემოდგომის დადგომასთან, სასიამოვნო სვიტერების შეძენის დროც დგება. სამწუხაროდ, ფინანსური შესაძლებლობები ხშირად გვზღუდავს, მაგრამ ამასთან, ავითარებს კრეატიულობას.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93