გაისეირნეთ

თუ სიზარმაცემ სკამზე არ „მიგაჭედათ“, ადექით და გადით გარეთ. გაიარეთ იქით-აქეთ, თუნდაც გვერდით პარკის ნაცვლად ასეთივე ოფისი იყოს. დალიეთ ყავა - ის გაგახალისებთ რამდენიმე საათით და ამასთან, ღამის უძილობას გააქრობს.
მოუსმინეთ მუსიკას

განსაკუთრებით, თუ სამუშაო პერიოდში ყურსასმენებით ზიხართ.
ისადილეთ

ადვილად შესაძლებელია, რომ კი არ დაიღალეთ ან ძილი გინდათ, უბრალოდ, ცუდად ისაუზმეთ ან საერთოდაც უარი თქვით მასზე. ნუ გამოიდებთ მუშაობით თავს, უბრალოდ, ისადილეთ სხვა თანამშრომლებთან ერთად.
დაისვენეთ

ბევრ კომპანიაშია დასასვენებელი ოთახები რბილი სავარძლებითა და დახშული განათებით. თუ თვალს 20 წუთით მოატყუებთ, არაფერი დაშავდება. უბრალოდ, ეცადეთ, არ ჩაგეძინოთ 3 საათით.
ესტუმრეთ სპორტდარბაზს

ზოგი შესვენების დროს ცდილობს, უცხო ენა შეისწავლოს ან სხვა რამით დაკავდეს. ეს კარგია, თუ სწავლის სურვილი გაქვთ. და თუ არ გაქვთ და ოფისის გვერდით სპორტული დარბაზია - უმჯობესია, იქ წახვიდეთ. არ არის აუცილებელი, შტანგა ასწიოთ გამოსაღვიძებლად, შეგიძლიათ უბრალოდ აუზში იცურაოთ ან ველოტრენაჟორზე რამდენიმე კილომეტრი გაიაროთ. სპორტი აუცილებლად გაგახალისებთ.