ეზოთერიკოსები და ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ სხეულზე ხალები შემთხვევით არ ჩნდება და მათი მდებარეობის მიხედვით ადამიანს სიმდიდრს უწინასწარმეტყველებენ.
სიმდიდრის მიმანიშნებელია ხალი მარჯვენა წარბთან, მარჯვება მხარეს ყურის ზევით, მარჯვენა იღლიაში და მარჯვენა მუხლზე. აგრეთვე, გამდიდრება ელით მათ, ვისაც ხალი ხელზე აქვთ, თითებზე არა.
ხალი ნიკაპზე - კეთილდღეობის სიმბოლოა, რომელსაც მფლობელი შრომით მიაღწევს. თუ ხალი ზედა ტუჩზე გაქვთ, სიმდიდრეს მოულოდნელად მიიღებთ (მემკვიდრეობა, ლატარია, მდიდარი ქმარი).
ხალი თმაში, ყიფლიბანთან - სიმდიდრეს 40 წლის ასაკში მიიღებთ. ამავეზე მიუთითებს ხალი შუბლზე.
ხალი ყელზე - ადამიანს ანგარებიანი ქორწინება ელის. ან თავბრუდამხვევი კარიერა.
ხალი ჭიპთან - სიმდიდრეს წინაპრებისგან მიიღებთ.
ხალი მარცხენა მკერდზე - მატერიალურ კეთილდღეობას საკუთარი ძალით მიაღწევთ.
ეზოთერიკოსების აზრით, სიმდიდრე ელით მათაც, ვისაც ე.წ. ცხენისმაგვარი კბილები აქვთ - მსხვილი და თეთრი.
სიმდიდრის სიმბოლო უნდა ეძებოთ ხელზეც - გამდიდრება ელის მას, ვისაც ხორციანი და მასიური მტევანი აქვს.
იხილეთ: თუ ამ სამ ადგილას გაქვთ ხალი, ესე იგი, თქვენ ალქაჯი ხართ!