ფსიქო

8 მავნე რჩევა, რომელსაც დაქალები გაძლევენ. ნუ მოუსმენ მათ!

8 მავნე რჩევა, რომელსაც დაქალები გაძლევენ. ნუ მოუსმენ მათ!
თანაც, ისინი ასე არასოდეს იქცევიან!



1. ნუ დაურეკავ პირველი!

არასოდეს! ის მიხვდება, რომ დაინტერესებული ხარ და იფიქრებს, რომ ანკესზე ხარ წამოგებული და მოდუნდება. ეს კი დაუშვებელია! არასოდეს გადადგა პირველი ნაბიჯი! ინიციატივა მამაკაცისგან უნდა მოდიოდეს!

ასეთ დროს სურვილი გიჩნდება, უთხრა: „ალო, ქალებო, თქვენი საათი გაჩერებულია, მე-19 საუკუნემ დიდი ხანია ჩაიარა!“ თუ ამ რჩევას მიჰყვებით, უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების სიყვარულს ასცდეთ. და მანტრა, რომ „თუ შენია, აუცილებლად გიპოვის“ - ეს სამყაროს კანონი კი არა, ბებია მინადორას ზღაპრებია.
საუკეთესო შემთხვევაში, ნერვებს მოიშლით, სანამ ზარს დაელოდებით.


2. უფ, ნუ ახდენ სიტუაციის დრამატიზებას!

დიახ, დიახ, ნუ ახდენ დრამატიზებას. ისეთი არაფერი მოგივა. ყველას გაგვივლია ეს. აი, აფრიკაში კი ბავშვები შიმშილობენ. თავი ხელში აიყვანე! ტირილი არ გიშველის. და ასე შემდეგ... ნაცნობი სიტყვებია? ფსიქოლოგების ენაზე მსგავს „კეთილ რჩევებს“ ზუსტი სიტყვა „გაუფასურება“ ეწოდება. შენ არ გამშვიდებენ, არ გეხმარებიან და კარგ რჩევასაც არ გაძლევენ. გაიძულებენ დაიჯერო, რომ შენი ტანჯვა არაფრად ღირს, თავს დამნაშავედაც კი იგრძნობ ამდენი წუწუნის გამო. ძალია ცუდია ასეთი დაქალების ყოლა, ძალიან!

3. უბრალოდ, უფრო ქალური უნდა გახდე!

ჟანრის კლასიკა... არავინ იცის ზუტად, რას ნიშნავს, იყო უფრო მეტად ქალური, თუ უკვე ქალი ხარ, მაგრამ ეს მხოლოდ დეტალებია. მთავარია, რომ გირჩევენ, გახდე უფრო სხვანაირი, ვიდრე ხარ. ნათელია, რომ ეს შეუძლებელია. მაშინ, რა აზრი აქვს ასეთ რჩევას? ალბათ, ის, რომ თავი არასრულფასოვნად გაგრძნობინონ. ჯანდაბამდეც გზა გქონიათ, ადიოს!

4. უბრალოდ, კარგი სექსი გჭირდება!

პრობლემები გაქვს? უბრალოდ, კარგი სექსი გჭირდება! სტრესი გაქვს სამსახურში? - სექსი. დედას ეჩხუბე? - სექსი. მოიწყინე? ისევ სექსი! იცოდე, ვინც ამას გირჩევს, თავად არ აქვს სექსი!



5. შეხვდი ერთ ჩემს ნაცნობს, ძალიან კარგი ბიჭია!

არ ვიცით, როგორ ხდება, მაგრამ 100-დან 99 შემთხვევაში ეს კარგი ბიჭი ისეთი ადამიანია, რომელსაც სხვა სიტუაციაში გამარჯობას არ ეტყოდი. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც დისტანციაზე ჰყავს თქვენს დაქალს, რეზერვში.


6. ნუ არჩევ კაცებს, თორემ მარტო დარჩები!

ასეთ რჩევებს გათხოვილები იძლევიან. უცებ რომ მიხვდე: ცუდადაა საქმე, უნდა აიღო ის, რასაც გაძლევენ! აი, შენმა დაქალმა უკვე აიღო და ძაანაც კმაყოფილია. მოუსმინე მას! სინამდვილეში, საქმე არცთუ ისე კარგადაა. ეს გახლავთ მარტო დარჩენის შიში. თუმცა, თქვენ თავადაც კარგად იცით, უმჯობესია, მარტო დარჩე, ვიდრე მასთან, ვინც გულთან ახლოს არ არის.

7. მეტს იმსახურებ!

მოულოდნელია! სულ ახლახან გირჩევდნენ, დათანხმებოდი, რასაც გაძლევდნენ, ახლა კი თურმე მეტს იმსახურებ. ვითომ და გეუბნებიან, როგორი შესანიშნავი და საოცარი ხარ. სინამდვილეში, გულისხმობენ: ცხოვრება გაიფუჭე, გოგონი, იმიტომ, რომ სულელი ხარ. რა საყვარლობაა, არა?

8. მიატოვე ის!

არა, ის თავად არ მიატოვებს მამაკაცს, რომელიც მეხუთე წელია, ერთ ადგილს არ სწევს სავარძლიდან, უხეშობს და მის ხარჯზე ცხოვრობს. შენ კი უნდა მიატოვო. სასწრაფოდ! იმიტომ, რომ დაავიწყდა თქვენი პირველი პაემნის აღსანიშნავი დღე. რა ცუდი ბიჭია! ხვდებით, არა? აი, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ამას დიდი ახსნა არ სჭირდება.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93