ეს შანსი უნდა გამოიყენოთ!
თქვენ გჯერათ, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი ახდება? თუ გჯერათ, ძალიან კარგია, რადგან ის ნამდვილად არსებობს.
საქმე იმაშია, რომ ამ პერიოდში, დედამიწის აურასა და მის ენერგეტიკაში საგრძნობი ცვლილებები ხდება. ამ დღეს პლანეტაზე მთელი კაცობრიობის აზრების კონცენტრაცია ხდება. გამოტყორცნილი ენერგეტიკული ტალღა ჩვენი სურვილების ასრულების შესაძლებლობას გვაძლევს.
იმისათვის, რომ ოცნება რეალიზდეს, ის უნდა დაიმუხტოს თქვენი პირადი ძალით. საიდან უნდა აიღოთ ის? ამისათვის, საკმარისია სახლში ნაძვის ხე დადგათ. ნაძვი - მამაკაცური ენერგიის სიმბოლოა, ნაძვის ხის სათამაშოები კი - ქალის. მათ შორის ჩნდება ენერგია, რომელიც ჩაფიქრებული სურვილების მატერიალიზაციას ეხმარება.
3 სათამაშო ბურთი ნაძვის ხეზე
მთავარი წესი: ყოველ ახალ წელს ყიდულობთ 3 ახალ სათამაშოს.
- პირველი ბურთი — გააძლიერებს ჩვენს სურვილებს მთელი წლის მანძილზე. ბურთი ჯერ გულზე მიიდეთ, ფიქრით გადაეცით მას თქვენი სურვილი და ყველაზე მაღალ ტოტზე დაკიდეთ.
- მეორე ბურთი — სიმდიდრის ნიშანი. ჩაიფიქრეთ მატერიალური სურვილი, უყურეთ ბურთს და დამუხტეთ ის თქვენი ენერგიით. მისი ადგილი ნაძის ხის შუა ადგილასაა.
- მესამე ბურთი - ჩვენი პლანეტის სიმბოლოა. ის ნაძვის ხეზე, სულ დაბლა დაკიდეთ.
ნაძვის ხის ქვეშ დადეთ მანდარინი, ფორთოხალი, თუ გინდათ, ოჯახში სიმშვიდე მოიზიდოთ.