ფსიქო

როგორ ვიპოვოთ მეორე ნახევარი ისე, რომ არ ვეძებოთ? 5 ოქროს რჩევა

როგორ ვიპოვოთ მეორე ნახევარი ისე, რომ არ ვეძებოთ? 5  ოქროს რჩევა
გოგონათა დიდი ნაწილი სანთლით არა, მაგრამ ფართოდ გახელილი თვალებითა და გამომწვევი სამოსით პარტნიორს ნამდვილად ეძებს. ეს გასაკვირი სულაც არაა, დედამიწას ხომ სიყვარული ატრიალებს, მაგრამ იქნებ მეორე ნახევრის ძებნა საკუთარი თავის პოვნით დავიწყოთ? სცადეთ, მიჰყევით ამ რჩევებს და იმის ნაცვლად, რომ თქვენ ეძებოთ, დაე, თავად გეძებონ მათ:


1. როცა მონათესავე სულის ძებნას შეწყვეტ, სულის დაკარგულ ნაწილსაც იპოვი

ეს შეიძლება ზედაპირულად ჟღერს, მაგრამ ბედნიერება მართლაც ჰგავს პეპელას. მან ზუსტად იცის, როდის უნდა მოვიდეს, როდის იქნები მზად ამისთვის. მზად
ყოფნა რას ნიშნავს? დაარწმუნე საკუთარი თავი, რომ ბედნიერებისთვის არავინ გჭირდება. დაივიწყე მონათესავე სული და იზრუნე საკუთარი თავის სრულყოფაზე. შექმენი შენი სამყარო და ნება მიეცი სხვებს, თვალყური ადევნონ მას.

2. იპოვე საკუთარი გზა

გაიგე, რა გინდა, იპოვე საკუთარი სურვილები, დაიწყე ბრძოლა მიზნებისთვის და როცა საკუთარ გზას იპოვი, სწორედ ამ გზაზე შეხვდები მეორე ნახევარსაც.

3. იყავი ის, რაც ხარ

ჩვენს საუკუნეში ბუნებრიობის დეფიციტია, რაც ამ უკანასკნელს ასე მიმზიდველს ხდის. ასე რომ, ნუ მოექცევი ტრენდებისა და მოდის ჩარჩოებში. იყავი ის, რაც ხარ და გააცანი სამყაროს შენი თავი. არ დაგავიწყდეს, რომ ნამდვილს ყველა შეგიყვარებს.

4. გაუღე კარი გამოწვევებს

ზოგჯერ ცხოვრება არჩევანის წინაშე გვაყენებს და გვიღებს კარს, რომელში შესასვლელადაც საკუთარი პრინციპების ზღურბლთან დატოვება გვიწევს. ნუ დაახურინებ სამყაროს ყველა კარს და ნუ ეტყვი უარს სიახლეებს. ვინ იცის, იქნებ მეორე ნახევარს სწორედ იქ შეხვდე, სადაც ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენ.

5. სიჩქარე ურთიერთობებს აზიანებს

თუკი ვინმე ძალიან მოგწონს, მას მაშინვე მეუღლის იარლიყს ნუ მიაკრავ. აცადე დროს, შექმნას და განავითაროს ურთიერთობები. დაჩქარება დაძაბავს პარტნიორსაც და შეიძლება ყველაფრის არევის მიზეზიც გახდეს.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი