ძაღლის წელი ძალაში რეალურად სულ ცოტა ხნის წინ შევიდა და, რა თქმა უნდა, უპრიანია, ვიცოდეთ, რას გვიმზადებს იგი, რაში გაგვიმართლებს ამ წელს ჩვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
ვერძს წარმატება პროფესიულ სფეროში ელოდება. ახალი პროექტები მას დიდ აღიარებას მოუტანს.
კუროს 2018 წელი მომაბეზრებელი ვალდებულებებისგან ან სამსახურისგან საბოლოოდ გათავისუფლების შანსებს მისცემს.
ხოლო ტყუპს ეს წელი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ნაცნობების შეძენით დააჯილდოებს.
კირჩხიბისთვის მიმდინარე წელი შესაძლოა ახალი შემოსავლის წყაროს გაჩენის შანსად იქცეს, რომელიც მომავალში სტაბილურ და მზარდ საქმიანობად იქცევა.
ლომი უკვე არსებულ წამოწყებებს გაამყარებს და რეალურად შეძლებს მიღწეული შედეგებით იამაყოს.
ქალწული თანამოაზრეებს შემოიკრებს გარშემო და შეძლებს დიდი ხნის ოცნებებს შეასხას ფრთები.
სასწორი საყოველთაო პოპულარობასა და წარმატებას მოიპოვებს იმ სფეროში, რომელსაც დიდი ხანია ერთგულად ემსახურება. გაგრძელება