New and World Report-მა გადაწყვიტა, ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანათა რეიტინგი შეედგინა.
პროექტში 80-მა ქვეყანამ და 9 000-ზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. რეიტინგი შეადგინეს გენდერულ თანასწორობაზე, თანაბარი ხელფასების ოდენობაზე, უსაფრთხოებასა და პროგრესზე დაყრდნობით.
10. ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. აქ ბუნებრივი საფრთხეები თითქმის არ შეინიშნება: ფაუნაში არც მომწამლავი გველები და არც ველური ცხოველები არ არიან.
• ახალი ზელანდია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საუკეთესო პირობების შექმნაში ლიდერია.
• ქუჩებში აბსოლუტური სისუფთავეა. უცნობი ადამიანების მისალმება და გამოკითხვა უბრალოდ სიამოვნებაა.
9. ავსტრია
ქვეყანა მაღალი ხელფასებით გამოირჩევა. ვალსი, სამთო სპორტი და ტორტი - ესაა, რაც პირველი ავსტრიაზე გვახსენდება.
• ავსტრიელები არასოდეს ჩქარობენ. მათ უბრალოდ არსად არ ეჩქარებათ.
• ჯანსაღად იკვებებიან. ავსტრიელი ქალბატონების მხოლოდ 20 %-ს აქვს წონის პრობლემა. ეს ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
• საღამოს 8 საათის შემდეგ ქალაქების ქუჩებში მხოლოდ ტურისტები არიან. ქალაქის მცხოვრებლები საღამოს გატარებას მეგობრების ან ოჯახის გარემოცვაში ამჯობინებენ.
• ქალებს არ უყვართ კოსმეტიკის ხმარება, რადგანაც ფიქრობენ, რომ ის მავნეა სახის კანისთვის. მათ არასოდეს აცვიათ „ვულგარულად“.
8. ავსტრალია
ავსტრალია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ბოლო წლებში ქალებმა მთავრობაში, გლობალურ კომპანიებსა თუ უნივერსიტეტებში უმაღლესი ადგილები დაიკავეს.
• ნებისმიერ ავტორიტეტს კრიტიკულად უდგებიან. მეტ პატივისცემას ამჟღავნებენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც წარმატებისთვის იბრძვის და ჯერ არაფრისთვის მიუღწევია, და არა უკვე წარმატებულის მიმართ. მაღალი თვითშეფასება აქ არ უყვართ.
• აქ ბიზნესს გულწრფელი დამოკიდებულებით უდგებიან.
7. შვეიცარია
შვეიცარიის პარლამენტის უდიდესი ნაწილი ქალებისგან შედგება. კარგი შოკოლადის, ყველისა და მოგზაურობის მოყვარულები ქუჩებში თავშეკავებულები, შვებულებაში კი აქტიურები არიან.
• შევიცარიელი შეიძლება ამგვარად გავაერთიანოთ: პედანტური და საქმიანი გერმანელი, ემოციური იტალიელი და დახვეწილი ფრანგი.
• თუ წერია, რომ ავტობუსი 14:42-ზე მოვა, დარწმუნებულები იყავით, რომ ასე იქნება. ვერც თოვლი და ვერც წვიმა ვერ შეუშლის მას ხელს, დათქმულ დროს 1 წუთი მაინც გადააცილოს.
• ბავშვი სკოლაში 40 წუთით ადრე უნდა მივიდეს, გაკვეთილამდე სასადილოში კაკაო და ცხელი კრუასანები მიირთვას და აუდიტორიაში ისე ავიდეს.
• ძალიან უყვართ მეგობრები და ხშირი მეგობრული შეხვედრები. განაგრძეთ კითხვა