"ჭორიკანას" ერთგული მაყურებელი მანჰეტენის ყველაზე გავლენიან გოგონას კარგად იცნობს და მისი წესებიც კარგად იცის, მაგრამ ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ, აუცილებლად უყუროთ ამ სერიალს. მანამდე კი ბლერ ვულდორფის 10 ოქროს წესს გაგაცნობთ:
1. არასოდეს დაელოდო მოვლენების განვითარებას. აკონტროლე სიტუაცია და გახსოვდეს, შენი ცხოვრება იქნება ისეთი, როგორსაც თავად შექმნი მას.
2. აღიარე, როცა დახმარება გჭირდება. ვისაც უყვარხარ, ის რთულ დროს გვერდით დაგიდგება.
3. არავითარ შემთხვევაში არ დანებდე და არასოდეს თქვა უარი შენს სურვილებზე.
4.შენი ცხოვრება უნდა გახადო იმდენად მშვენიერი, რომ არავინ დაგჭირდეს სრულყოფილებისთვის. დამოუკიდებლობა არის ცხოვრების გასაღები. შეწყვიტე ფიქრი მეორე ნახევრის ძებნაზე!
5. ფიქრობ, რომ შენი ცხოვრება ჩიხშია? უყურე ნიუსებს, წაიკითხე გაზეთები და დაინახავ, რომ შენ არ ხარ ყველაზე ცუდ სიტუაციაში. და თუ შეწყვეტ თვითგვემას და ცხოვრებას ახალი თვალით შეხედავ, შენს ცხოვრებაში სიახლეებს დაინახავ.
6. ზოგჯერ საჭიროა, შეწყვიტო ყველაფრის კონტროლი და განიტვირთო და დატკბე საკუთარი ცხოვრებით.
7. იმისათვის, რომ ცხოვრებისგან ის მიიღო, რაც გინდა, დაუღალავად უნდა იშრომო.
8. გახსოვდეს, შენ გარეშე ვერცერთი წვეულება ვერ უნდა მოეწყოს. ეს არცთუ ისე მარტივია, მაგრამ თუ პოპულარობა გინდა, აქციე წესად.
9. უარი თქვი გრძნობებზე. ისინი გმართავენ საათების განმავლობაში და ბოლოს გაბრუნებენ იქ, საიდანაც დაიწყე.
10. არასოდეს დაუჯერო ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ შენი სტანდარტები მიუღწეველია.
მარიამ ელიაშვილი
წყარო