ფსიქო

„ვერ ვიტან მას“: 4 რჩევა, როგორ მოთოკოთ პარტნიორზე ბრაზი

„ვერ ვიტან მას“: 4 რჩევა, როგორ მოთოკოთ პარტნიორზე ბრაზი
ყველა ურთიერთობაში არსებობს მომენტები, როცა პარტნიორი ნერვებს გიშლით. ძლიერი ემოციურობის დროს კი გეჩვენათ, რომ გძულთ იგი. როგორ უნდა მოიქცეთ?
1. ჩამოყალიბდით, კონკრეტულად რა არ მოგწონთ

ემოციებს აყოლილი ზოგჯერ ისეთ სიტყვებს ამბობთ, რომ მერე შეიძლება შეგრცხვეთ საკუთარი თავის. ჩხუბის დროს კი სიტუაციას უფრო მწვავეს ხდით, რათა კიდევ უფრო აიყოლიოთ პარტნიორი. დაფიქრდით, კონკრეტულად რა არ მოგწონთ?.. 100 პროცენტით კარგი/ცუდი ადამიანები არ არსებობენ. ჩამოწერეთ პარტნიორის დადებითი თვისებები. თუ კარგი ცუდზე მეტია, შეინარჩუნეთ ურთიერთობა და გააუმჯობესეთ იგი.

2. განსაზღვრეთ
თქვენი როლი სიტუაციაში

იქნებ მიზეზი კომუნიკაციის პრობლემაა, პარტნიორსა და თქვენ შორის ან თქვენს საკუთარ თავში. თუ ხვდებით, რომ გაუგებრობაა, მაგრამ პარტნიორი სიტუაციის გასაუმჯობესებლად არაფერს აკეთებს, ჩამოწერეთ გეგმა, რათა ურთიერთობიდან მინიმალური დანაკარგით გამოხვიდეთ.

3. გაარკვიეთ, რა ხდება სინამდვილეში

ზოგჯერ ადამიანი "დაბრმავებულია" ზიზღით და ვეღარ აცნობიერებს, რა ხდება სინამდვილეში. გაიხსენეთ, რამ წარმოშვა ემოცია. ამან შეიძლება პრობლემაც აღმოფხვრას. არ არსებობს, რომ ძლიერი ნეგატიური რეაქცია თავად წარმოიშვას.

4. გზა დაუთმეთ სხვა ემოციებს

სიძულვილი მარტო არ "ჩნდება", მას თანმდევი ემოციებიც ახლავს. სიძულვილი შეიძლება სიბრაზეს მოჰყვეს, მას კი - ტკივილი, შემდეგ მოწყენილობა და იმედგაცრუება. სიტუაცია ირკვევა. საუკუნეების მანძილზე ქალს მოთმინებას ასწავლიდნენ და არა ემოციების გამოხატვას. თუ ემოციებმა გულში ქარბორბალა დაატრიალა, მის მოგვარებასაც მშვიდად შეძლებთ, თუ გეცოდინებათ, მას რა შეიძლება მოჰყვეს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30