ცხოვრება არც ისეთი მარტივია, რომ სულ სიცილ-კისკისში გავატაროთ, მაგრამ, რაც უფრო მეტად ვეცდებით, სიცილით განვიმუხტოთ, ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
სიცილის გარეშე ყოველდღიურობა გაცილებით უგემური და რუტინულია, ვიდრე სიცილთან ერთად.
ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ სიცილს წარმოუდგენელი რაღაცების გაკეთება შეუძლია.
ყველაზე ნაკლებგამაღიზიანებელი რამ, რაც დედამიწაზე შეიძლება იყოს, სწორედ რომ ღიმილი და პოზიტივია.
1. თუ ჩვენ რამე გვაწუხებს და ბევრს ვიცინებთ, სავსებით შესაძლებელია, ტკივილმა გადაიაროს და თავი უკეთ ვიგრძნოთ. სიცილს ექიმის როლის მორგება ზოგჯერ შესანიშნავად გამოსდის.
2. სიცილი ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს და ხელს უწყობს ენდორფინების დიდი დოზით გამოყოფას. ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენ მთელი ძალით ვიცინით. კარგ განწყობაზე მყოფი ადამიანი გაცილებით მიმზიდველია და მასთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო ხდება.
3. სიცილი არის ის, რაც ადამიანს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარება და შიშის დამარცხებაშიც კი. ეს ჯადოსნური საჩუქარი უნებლიეთ გვარწმუნებს იმაში, რომ ისე ცუდად არაა ყველაფერი, როგორც იმ წუთას ჩვენ წარმოგვიდგენია.
4. იცოდით, რომ სიცილი არტერიულ წნევას არეგულირებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემა მწყობრში მოჰყავს?
5. რაც უფრო ხშირად ვიცინით, უფრო დიდი შანსია იმისა, რომ უძილობით არ ვიტანჯებოდეთ.
6. გულიანი სიცილი ნერვულ სისტემას ამშვიდებს.
7. მომხიბლავი ღიმილი ადამიანს გზას უკაფავს მისი შეყვარებისკენ.
8. დადგენილია, რომ დღის მანძილზე რაც უფრო მეტ კომედიას ვუყურებთ და გავიღიმებთ, თავს უფრო ჯანსაღად და პროდუქტიულად ვიგრძნობთ. ამ ხერხს ამერიკელი ნორმან კაზინსი მიმართავდა, რომელსაც სახსრების იშვიათი დაავადება დაუდგინდა. მას ერთი კვირის შემდეგ ტკივილებმა გაუარა და ორ თვეში სამსახურში წასვლაც კი შეძლო.
9. თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ერთწუთიანი სიცილი ოცწუთიანი ფიტნესის ტოლფასია.
10. სიცილი აუმჯობესებს სუნთქვას. ექიმები „სიცილის თერაპიას“ ზოგჯერ მშობიარობის საწყის ეტაპზეც კი იყენებენ. ეს ყოველივე კი იმიტომ, რომ ტკივილი მშობიარისთვის შედარებით მარტივად აღსაქმელი ხდება.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ასე რომ, დროა, დავემშვიდობოთ დეპრესიას, გავუღიმოთ გაზაფხულის ნათელ, თბილ დღეებს და ღრმად ჩავისუნთქოთ პოზიტივი. და არ დაგვავიწყდეს, რომ ხშირად ვემეგობროთ გულიდან წამოსულ, ჯადოსნურ, გადამდებ სიცილს.
ნათია ხუნაშვილი