როგორ უნდა მიხვდეთ, მამაკაცს უყვარხართ თუ არა, თუ თავად არაფერს გეუბნებათ? იქნებ მისი ქმედება მეტყველებს სიყვარულზე?
განვიხილოთ 5 სიტუაცია, რომელიც არ უნდა აღიქვათ სიყვარულის გამოვლინებად.
საჩუქრები
კეთილშობილი ადამიანია. შეიძლება მოსწონხართ, მეგობრობს თქვენთან, გულუხვია და სურს, გაგანებივროთ საჩუქრებით.
ეჭვიანობს
თუ ურთიერთობის საწყის ეტაპზე ხართ და ის უკვე ეჭვიანობს, დაფიქრდით, მოძალადე ხომ არაა?.. ეჭვიანობა სულაც არ ნიშნავს სიყვარულს. ეს უფრო მესაკუთრეობაზე მიუთითებს.
კონტროლი
თუ მამაკაცი ეჭვიანია და მუდმივად გაკონტროლებთ, ასეთი მამაკაცი მალევე უნდა მოიშოროთ. ხოლო, თუ ხვდებით, რომ უხეშად ერევა თქვენს ცხოვრებაში, ნუ დააჩაგვრინებთ თავს და დიპლომატიურად მოიშორეთ.
სექსისკენ გიბიძგებთ
სექსი ყოველთვის სიყვარულს არ ნიშნავს. ბევრი მამაკაცისთვის სექსი მხოლოდ სექსია და არა რომანტიკა და ქორწინება.
გაეჭვიანებთ
თუ თქვენი თანდასწრებით სხვა გოგოს ეფლირტავება. ეს კომპლექსია. სურს, დარწმუნდეს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხართ. მისი მხრიდან ეს დამამცირებელი საქციელია.
რუსუდან გელაშვილი
მამაკაცები, რომელთაც უნდა გავექცეთ