როცა ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა, შენ გიხარია და ორგანიზმი ოქსიტოცინს და დოფამინს გამოიმუშავებს, მაგრამ საკმარისია დაშორდე - „წვეულებას“ ეპინიფრინი და კორტიზოლომი მართავენ.
შენ წევხარ დივანზე და ბალიშში სახეჩამხობილი მოსთქვამ.
აი, როგორ უნდა „გადახარშო“ დაშორება:
- მიიღე, როგორც მოცემულობა, რომ დაშორდით - ურთიერთობა დამთავრდა. დროა, წინ წახვიდე. გატეხილი ჭიქის დაწებებას აზრი აღარ აქვს.
- არ ადევნო მას თვალი სოციალურ ქსელებში
- თავიდან მოიშორე მისი ნივთები, რომლებიც მის თავს გაგახსენებს
- ნუ მისწერ, ნუ დაურეკავ - სასოწარკვეთილი მესიჯები არ იმუშავებს.
- ალკოჰოლით ნუ გაერთობი - ნუ შეეცდები ბოთლის ფსკერზე ძველი სიყვარულის პოვნას.
- დრო ატარე მეგობრებთან - ოღონდ ნუ დაიწყებ მოთქმას. იმის მოსმენა, თუ როგორ იტანჯები, არავის სიამოვნებს.