სილამაზის უნივერსალური კრიტერიუმი არ არსებობს. ყველა მამაკაცს განსხვავებული ტიპაჟის ქალი მოსწონს, მაგრამ არის 10 ქალის ტიპი, რომლებსაც მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავთ.
1. ქალი-ბავშვი
მამაკაცებს სურთ, ძლიერები გამოჩნდნენ და იზრუნონ პატარებზე. იყავით ბავშვურად გულუბრყვილო და მიეცით მამაკაცს საშუალება, დაგიცვათ.
2. ქალი-გამოცანა
პირველივე პაემანზე ყველაფერს ნუ მოუყვებით. შემოინახეთ საიდუმლოებები, თუმცა ნურც აეჭვიანებთ.
3. ქალი-ნიმფომანი
მამაკაცებს უყვართ სექსი და მოსწონთ, როცა ქალიც არაა წინააღმდეგი ვნებების გამოხატვის. თუ მამაკაცი პასიურობს, საკეკლუცო მინიშნებას მიმართეთ.
4. ქალი-მოკრძალება
ზოგიერთ მამაკაცს მოკრძალებული ქალები მოსწონს. ქალიშვილი გოგონები მამაკაცებისთვის მუდამ სასურველები არიან. ზოგიერთი კი გამდიდრებასაც ახერხებს ქალიშვილობის გაყიდვით. გაიხსენეთ ალექსანდა კეფრენი, რომელმაც თავისი პირველი სექსი 2,3 მლნ ევროდ გაყიდა.
5. აქტიური
ჩვენს საზოგადოებაში ქალების აქტიურობა პიკს აღწევს. თუმცა, მამაკაცების უმეტესობას მოსწონს, როცა ურთიერთობის განვითარებისთვის ქალი აქტიურობს.
6. ცუდი გოგონა
მამაკაცებს საზოგადოებაში მათი მიღება უჭირთ, მაგრამ, როცა ტესტოსტერონის მოჭარბებას გრძნობენ, საძინებელში მხოლოდ ცუდ გოგონებთან ოცნებობენ განმარტოებას.
7. თავდაჯერებული
მამაკაცებს ხშირად უყვარდებათ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, ძლიერი ქალები და ხშირად რომანსაც აბამენ ლამაზმან უფროსებთან ან კოლეგებთან.
8. დედიკო
ყველა მამაკაცს სურს, გვერდით დედასავით მზრუნველი ქალი ჰყავდეს. თუმცა, ნუ გადააჭარბებთ. კერძების კეთებასა და სახლის მოწესრიგებაში მამაკაცის თვალში შეიძლება სექსუალური მიმზიდველობა დაკარგოთ.
9. ქალღმერთი
ასეთ ქალს მამაკაცი თან ეტრფის, თან ეშინია მისი. მამაკაცს ბავშვობიდან ჰყავს ქალის იდეალი, მაგრამ ახლოს გაცნობის შემდეგ შეიძლება იმედი გაუცრუვდეს მასში.
10. თავქარიანი
მასთან ერთად დაივინგიც უნდა გამოსცადოთ, ელბრუსის დაპყრობაც და პარაშუტიდან ხტომაც. ექსტრიმი და ადრენალინი კიდევ უფრო აყვარებს მამაკაცს ქალს.