ფსიქო

ადამიანთა ტიპები, რომლებსაც ამ ზაფხულს პლაჟზე აუცილებლად შეხვდებით

ადამიანთა ტიპები, რომლებსაც ამ ზაფხულს პლაჟზე აუცილებლად შეხვდებით
ზაფხული, შვებულება და ზღვა ყველას ოცნებაა. პლაჟზე განსხვავებული ადამიანები იკრიბებიან და აი, ყველაზე გავრცელებული ტიპაჟები.

ნამზეურფობი



დევიზი: მზისგან დამცავი კრემი ხომ არ დაგრჩა?
ატრიბუტები: მზისგან დამცავი კრემი, სპრეი, ქოლგა, კეპი, მაისური, პირსახოცი. დამწვრობის საწინააღმდეგო კრემი.
დახასიათება: სასწაულად ახერხებს დაიწვას ქოლგის ქვეშ, მოღრუბლულ ამინდში.

კუნთოვანი



დევიზი: ტანის ზეთი მომაწოდეთ.
ატრიბუტები: მინიმალისტური საცურაო ტრუსი და სათვალე.
დახასიათება: მაგიურად აყვარებს პლაჟზე ყველა გოგონას თავს და ყველასთან იღებს სელფის.

ნამზეურის მოყვარული



დევიზი
: ნაკლები თეთრი ზოლი სხეულზე.
ატრიბუტები: საცურაო შორტი,
რომელიც სტრინგადაც გადაკეთდება.
დახასიათება: საქმიანი მზერით შორს იყურება.

ძვირფასეულობის მაძიებელი



დევიზი
: საბედოს რომ შევხვდე?
ატრიბუტები: სექსუალური საცურაო კოსტიუმი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ყველაფერი, რაც ბრწყინავს.
დახასიათება: პლაჟზე ფოტოგენურად წევს.

მოქანდაკე



დევიზი: ავაგოთ ქვიშის კოშკი
ატრიბუტები: საკუთარი ხელები, ლუდის ქილა. ბავშვებისგან ნათხოვნი ვედრო და ნიჩაბი.
დახასიათება: სამსართულიანი ქვიშის სასახლე ნახევარ საათში.

ნუდისტი



დევიზი: კაბიდან თეთრი ზოლები არ უნდა მიჩანდეს.
ატრიბუტები: ხელები, მკერდზე ასაფარებლად.
დახასიათება: ყურადღებას არ აქცევს გარშემო მყოფების დაჟინებულ მზერას.

დელფინი



დევიზი: წყალი - ჩემი სტიქიაა!
ატრიბუტები: საკუთარი ხელები და ფეხები.
დახასიათება: ცურავს და გარშემო ყველას ხელს უშლის.

ინსტაპლაჟი



დევიზი: ყველა სიტყვა ჰეშთეგით.
ატრიბუტები: კამერა და მობილური.
დახასიათება: ფოტოების გადაღება და რედაქტირება.

მუდამ მშიერი



დევიზი
: ჰაერზე მადა მეხსნება
ატრიბუტები: ჩიფსი, თხილი, გაზიანი სასმელი ან ყველაფერი, რასაც ჩამოატარებენ.
დახასიათება: მუდამ პირს აცმაცუნებს და პლაჟის გამყიდველებს ფულის შოვნაში ეხმარება.

ხუმარა



დევიზი: აუ, რას გავერთობი...
ატრიბუტები: მედუზა და ზღვის სხვა ბინადრები.
დახასიათება: მოულოდნელად ესხმის მსხვერპლს და ხარხარებს მის რეაქციაზე.

"მოგულავე"



დევიზი: ზღვაზე დასასვენებლად ჩამოვედი
ატრიბუტები: ლუდი, პანამა და სამუშაო ნამზეური.
დახასიათება: ყველას მხიარულებისკენ მოუწოდებს. ზღვაში იშვიათად შედის, გასაგრილებლად.  

სპორტსმენი



დევიზი: უკაცრავად, ბურთს ვერ მოგვაწვდით?
ატრიბუტები: ბურთი, მფრინავი დისკი, გასაბერი ბურთი...
დახასიათება: ხმაურიანი და მტვრიანი გარემო მათ გარშემო.

ადენალინისტი



დევიზი: სკუტერზეც უნდა დავჯდე
ატრიბუტები: ზღვის ექსტრემალური სპორტი, ატრაქციონები.
დახასიათება: კმაყოფილი თავისი ქმედებით.

დედა



დევიზი: სადაა შენი ქუდი?
ატრიბუტები: პატარა ბავშვი უსიამოვნო ხმით.
დახასიათება: მისი ხმა მთელ პლაჟზე ისმის.  

რომელი ხარ შენ? Wink
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ლალა
რა სისულელეებია.
14:25 / 17-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ზ.კალორია
ნუდისტი, კუნთები, ძვირფასეულობის მოყვარული, სპორტი დაყარეთ წელს პლიაჟზე. დანარჩენებს რა გითხრათ მმმ. კერძო პლიაჟი რომ მქონდეს არ შეუშვებდი. :))))). პ.ს. არის კიდევ ერთი სახეობა "პლიაჟის ღორი" რო გამოხრავს სიმინდს და საზამთროს და მოისვრის.
14:24 / 15-06-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93