ჰედა ბოლგარი ცნობილი ფსიქოთერაპევტი იყო. ის 103 წლის გარდაიცვალა და ბოლო დღემდე იღებდა პაციენტებს. მისი რჩევები დღესაც ყველასთვის გამოსადეგია.
1. სიბერე თავისუფლებაა
"ნუ გგონიათ, რომ ასაკის მატებას მხოლოდ სიბერე, ავადმყოფობა და ახლობლების დაკარგვა მოაქვს. მას ბედნიერებაც ახლავს, გამოცდილებაც, თავისუფლებაც". სხვათა შორის, ჰედა 101 წლის იყო, როცა ვარჯიში დაიწყო.
2. ბედნიერი ცხოვრება მქონდა
"უმეტესობას ჰგონია, რომ ცხოვრება 40 წლის ასაკში მთავრდება, მაგრამ თუ თავად არ ისურვებთ, პოზიტიური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში არ მოხდება. მე ბედნიერი ცხოვრება მქონდა, განსაკუთრებით, ბოლო 10 წელი".
3. აქვს თუ არა აზრი პენსიაზე გასვლას?
ბოლგარი ბოლო დღემდე იღებდა პაციენტებს. როცა ჰკითხეს, რატომ არ გადიოდა პენსიაზე, უპასუხა: "სიამოვნებით ვიღვიძებ აზრით, რომ სწორედ დღეს მელოდება სასიამოვნო მომენტები და სარგებელს მოვუტან ადამიანებს".
4. მიყვარს ხალხის მიღება
"ყველაზე სასიამოვნოა, დააკვირდე ხალხს, ნახო, როგორ იცვლება მათი ცხოვრება უკეთესობისკენ".
მუდამ მოღიმარმა ჰედა ბოლგარმა 10 წესი დაგვიტოვა:
- გახსოვდეს, რომ კოშმარების უმეტესობა მხოლოდ შენს წარმოსახვაშია.
- იმუშავე იმდენი, რამდენის საშუალებასაც ჯანმრთელობა მოგცემს. ნუ იჩქარებ პენსიაზე გასვლას.
- ეცადე, ყოველდღიურ წვრილმანებშიც დაინახო პოზიტივი.
- 50 წლის შემდეგ აღარ დაგაინტერესებს ხალხის აზრი, მათი ჭორაობა.
- ნუ გააკრიტიკებ ახალგაზრდებს, დაუმეგობრდი მათ.
- ნუ ჩაიციკლები წარსულზე, ის დაგინგრევს მომავალს.
- ნუ ინერვიულებ მომავალზე, ის აუცილებლად მოგიტანს სასიამოვნო სიურპრიზებს.
- დაეხმარე ახლობლებს.
- გამოიძინე და ეცადე, არ გადატვირთო კუჭი.
- მიიღე მოვლენები და ნუ იდარდებ სირთულეების გამო.
დაბოლოს, იყავი ცხოვრების მადლიერი ყოველდღე!