ფსიქო

8 ნიშანი, რომელიც მოღალატეებს ამხელს

8 ნიშანი, რომელიც მოღალატეებს ამხელს
საკვირველია, მაგრამ ბევრი, ვისაც მეორე ნახევარი ღალატობს, ვერაფერს ხვდება ან ამის შესახებ მხოლოდ მესამე პირისგან იგებენ. რატომ ხდება ასე?

რთული გამოსაცნობია, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მიზეზი ზედმეტი სიყვარული ან უყურადღებობაა. ფსიქოლოგების აზრით, არსებობს მინიშნებები, რომლებიც აუცილებლად აგვიხელს თვალს. აი, ისინი:

1. ახალი ჩვევები

თუ თქვენს მეუღლეს არასდროს უყვარდა შეტყობინებების წერა, მოულოდნელად კი ეს ჩვევად ექცა, დასაფიქრებელია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას შეუსაბამო მანერით ან უჩვეულო დროს აკეთებს.

2. მოულოდნელი ინტერესი მუსიკისა და სხვა რაღაცების მიმართ

მუსიკალური გემოვნება შესაძლოა დროსთან ერთად შეიცვალოს
და ეს ნორმალურია, მაგრამ მისი რადიკალური ცვლილება მაინც უჩვეულოა.

3. იმიჯის შეცვლა

როცა 40 წლის ასაკში ქმარი ან ცოლი მოულოდნელად იმიჯს რადიკალურად იცვლის, ეს სწორედ ღალატის ნიშანი შეიძლება იყოს.

4. სამსახურში შეყოვნება

თავის მსგავსი გამართლება - „უფროსმა შემაყოვნა“, ღალატის სახელმძღვანელოში პირველია. ეს ეხება როგორც მამაკაცს, ისე ქალს.

5. განწყობის ცვლილება


სიცივესა თუ სიცხეში თქვენი მეორე ნახევარი ბედნიერებისგან დაფრინავს და მშვიდად გამოიყურება, ხანდახან კი შფოთავს და მოუსვენრობა იპყრობს.

6. სხვა ადამიანი


მოულოდნელად ამჩნევთ, რომ თქვენი მეუღლე სულ სხვა ადამიანად იქცა. ვინც მთელ დროს დივანზე ატარებდა, ახლა სპორტდარბაზში რეგულარულად იწყებს სიარულს. ან არდადეგები, რომელიც მხოლოდ ორისთვის გამოყოფილი დრო იყო, მოულოდნელად მხოლოდ მის საკუთრებად იქცა. ამის ვერშემჩნევა რთულია.

7. დამალვა

ურთიერთობაში ნდობის დაკარგვა ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან გულწრფელობა მთავარია. მართალ ადამიანს დასამალი და მოსატყუებელი არაფერი აქვს. ამიტომ აქ ცხელ კვალს უნდა მიჰყვეთ.

8. ინტუიცია

ჩვეულებრივ, ინტუიციურობა ქალებს ახასიათებთ, თუმცა ხანდახან მამაკაცებსაც. ამ გრძნობის დაიგნორება არ ღირს. თქვენი ქვეცნობიერი იშვიათად ცდება. ამიტომ მოუსმინეთ შინაგან ხმას.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93