ფსიქო

შესაძლებელია თუ არა, ვინმეს გამიზნულად შეაყვაროთ თავი? მეცნიერება ამბობს, რომ შეიძლება

 შესაძლებელია თუ არა, ვინმეს გამიზნულად შეაყვაროთ თავი? მეცნიერება ამბობს, რომ შეიძლება
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, როცა საქმე რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიყვარულის კონტროლი შეგვიძლია. ზოგადად, ეს მხოლოდ ძირითადი ფსიქოლოგიური ემოციაა, როგორიც შიში, მწუხარება, სიხარული, სიბრალული და სხვა ემოციები, რომელთა დარეგულირებაც შესაძლებელია, თუ კარგად გავაკონტროლებთ.

როგორც აღმოჩნდა, სიყვარული სულაც არ არის "ბედი". ეს ბიოლოგიური, ქიმიური და ფსიქოლოგიური "მექანიზმების" სწორად გამოყენებით მიიღწევა. ასე რომ, ადამიანისთვის თავის შეყვარება შესაძლებელია სწორი მიდგომით, მოთმინებითა და გონიერებით.

გაითვალისწინეთ, ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმალური გრძნობა მაინც თქვენ მიმართ. შემდეგ კი
უკვე გეძლევათ საშუალება, სწორი ქმედებით მარტივად გადააქციოთ ეს გრძნობა ნამდვილ და ღრმა სიყვარულად.

1. იყავით მასთან ახლოს... მაგრამ მიეცით საშუალება, რომ მოენატროთ

ალბათ, ყველას გვიოცნებია ისეთი ადამიანის პოვნაზე, რომელსაც ჩვენს გრძნობებზე მოვუყვებოდით და ბედნიერად ვიცხოვრებდით ერთად. თუმცა, რეალურ სამყაროში ასე მარტივად არ ხდება. ამიტომაც საჭიროა, განსაკუთრებული ტაქტიკა შევიმუშაოთ.

რა თქმა უნდა, დროის ერთად გატარება კარგია, როცა გრძნობები ორმხრივია. ეს კარგია ერთმანეთის უკეთ გასაცნობად, ყინულის გასადნობად და კავშირის დასამყარებლადაც. მაგრამ ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ რამდენიმე პაემნის შემდეგ შეისვენოთ (მაშინაც კი, თუ ამის საჭიროებას არ გრძნობთ). ეს ქცევა პარტნიორს მის ცხოვრებაში თქვენი არყოფნის დეფიციტს აგრძნობინებს. გარდა ამისა, ამ ტაქტიკის მეშვეობით:


✦ ერთმანეთით არ დაიღლებით (დროის გასვლასთან ერთად გრძნობები ახალი აღარ არის და ამიტომ საჭიროა, ითამაშოთ ძნელად მისაღწევის როლი);

✦ მას საშუალებას მისცემთ, გაიაზროს, რა სასიამოვნო და მნიშვნელოვანია თქვენთან ურთიერთობა (შეზღუდული და იშვიათი რაღაცები ყოველთვის უფრო მიმზიდველია);

✦ ამ პერიოდში გრძნობების კონტროლს ისწავლით და ცივი გონებით ფიქრს შეძლებთ.


2. პირველ პაემანზე არ შეჭამოთ ნაყინი

image
სოციალური ფსიქოლოგი ჯონ ბარგი, რომელიც იელის უნივერსიტეტში მუშაობს, გაუცნობიერებელი ქმედებების როლს შეისწავლის სოციალურ ქცევაში. მისი კვლევის მიხედვით, საინტერესო კავშირი არსებობს ადამიანის სხეულის ტემპერატურასა და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შორის.

აღმოჩნდა, რომ როცა ფიზიკურად სითბოს ვგრძნობთ, უფრო სასიამოვნო და მეგობრულები ვართ სხვა ადამიანების მიმართ. ამ ხრიკის გამოყენება ურთიერთობებშიც შეგიძლიათ. მაგალითად, პირველ პაემანზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოიპოვოთ ადამიანის ნდობა. ამიტომაც კარგად დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ, შემდეგ ჯერზე პაემნისთვის აარჩიეთ თბილი ადგილი, საჭმელი და სასმელი. ვგულისხმობთ როგორც რომანტიკულ, ასევე ბიზნესშეხვედრებსაც.

3. ყურადღება მიაქციეთ ხანგრძლივ კონტაქტს თვალებით

image
ჰარვარდის ფსიქოლოგმა ზიკ რუბინმა ჩაატარა კვლევა, რომ გაეგო, შესაძლებელი იყო თუ არა სიყვარულის გაზომვა. მან პასუხი თვალებში იპოვა, უფრო სწორად, სიხშირესა და ხანგრძლივობაზე, თუ როგორ და რამდენ ხანს უყურებენ წყვილები ერთმანეთს თვალებში. აღმოჩნდა, რომ წყვილები, რომლებსაც ძალიან უყვართ ერთმანეთი, საუბრის 75%-ის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში უყურებენ და უხალისოდ იყურებიან სხვა მხარეს. ჩვეულებრივ სიტუაციებში ადამიანები ერთმანეთს თვალებში დროის 30%-60%-ის განმავლობაში უყურებენ.

მართალია, თვალებში ყურებით ვერ დაასკვნით, რომ ადამიანს ნამდვილად უყვარხართ, მაგრამ ეს შეგიძლიათ გახადოთ თქვენი შეყვარების მიზეზი. როცა ვიღაცას დიდხანს და ხშირად უყურებთ თვალებში, მისი გონება იმახსოვრებს, როგორია "სიყვარულით შემოხედვა" და იწყებს თქვენზე რომანტიკულად ფიქრს. ნერვული სისტემა იწყებს ისეთი ნივთიერების გამოყოფას, რომელსაც სიყვარულამდე მივყავართ შეგრძნებით. ეს შეგრძნება ცნობილია "მუცელში პეპლების ფარფატის" სახელით. ასევე, იზრდება გულისცემის სიხშირე და თბება ხელისგულები. წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30