მარტოხელა უბედურს არ ნიშნავს. ჩვენ აგიხსნით, რა უპირატესოთ სარგებლობთ, სანამ მარტო ხართ.
1. დაისახეთ მიზანი
გაერკვიეთ, რა გსურთ. ეს შეიძლება გლობალურიც იყოს და მცირე სურვილიც. გახსოვდეთ, რომ ოცნებები სრულდება. მთავარია, ჩამოყალიბდეთ სურვილებში და დაიწყოთ მიზნებისკენ სვლა.
2. ეძიეთ ახალი ემოციები და გამოცდილება
მთავარი დამხმარე მოგზაურობაა. არა აქვს მნიშვნელობა - საზღვარგარეთ თუ უახლოეს რაიონში. იქნებ სწორედ ამ მოგზაურობისას გაიცნოთ თქვენი მეორე ნახევარი.
3. საკუთარი თავი პირველ ადგილზე
ურთიერთობისას საკუთარ თავს სხვაზე უკან აყენებთ. ახლა კი დროა, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროთ და ის აკეთოთ, რაც თავად გსურთ.
4. ახალი კურსები
ესპანური ენა, მოდელირება, ლათინური ცეკვები ან სხვა რამე, რაც გაინტერესებთ. ახლა დროა, განვითარდეთ. წინ და გამარჯვებით!
5. მიხედეთ საკუთარ სხეულს
რეგულარული, 10-წუთიანი მარტივი ვარჯიშიც კი გამოგაჯანმრთელებთ, გაგაახალგაზრდავებთ და მოგაცილებთ ზედმეტ წონას. ვარჯიშისნაირი ეფექტი აქვს ცეკვას და სეირნობას სუფთა ჰაერზე.
6. შეიყვარეთ საკუთარი თავი
თუ საკუთარი თავი არ გიყვართ, ვერც სხვა შეგიყვარებთ. დააყენეთ პირველ ადგილზე საკუთარი თავი, ინტერესები. გახსოვდეთ, თქვენ ხართ საინტერესო ადამიანი, სამყარო, რომლისკენ მოისწრაფვის ახალი სიყვარული.