შვებულებიდან დაბრუნების 10 წესი ფსიქოლოგის რჩევით (+ ვიდეო) - Marao

შვებულებიდან დაბრუნების 10 წესი ფსიქოლოგის რჩევით (+ ვიდეო)

2019-09-09 11:00:35+04:00

როგორ დავბრუნდეთ სამსახურში შვებულების შემდეგ, პირველივე დღეს რომ არ შევიძულოთ ყველა და ყველაფერი - ფსიქოლოგი აგვიხსნის.

წესი პირველი/ერთი დღით ადრე დაბრუნდით

მოაწესრიგეთ სახლი, ამოალაგეთ ჩემოდანი, მოიმზადეთ სამსახურის სამოსი, შეეხმიანეთ კოლეგებს. ეს დაგეხმარებათ სამსახურის განწყობაზე მოსასვლელად.

წესი მეორე/გაითვალისწინეთ დრო

თუ საზღვარგარეთ ისვენებდით, შვებულების ბოლოსკენ სამშობლოს დროზე გადმოეწყვეთ. ჩვეულ დღისა და ძილის რეჟიმს დაუბრუნდით.

წესი მესამე/მოიწყვეთ კომფორტული მგზავრობა

თვითმფრინავით/მატარებლით მგზავრობისას ყავისა და ალკოჰოლის ნაცვლად წყალი სვით. გაიხადეთ ფეხსაცმელი და ტერფების მასაჟი გაიკეთეთ. კარგია თავისა და მხრების ზევით-ქვევით მოძრაობა.

წესი მეოთხე/გამონახეთ დრო აკლიმატიზაციისთვის

ცვლილებების გამო იმუნური სისტემა სუსტდება. ავად რომ არ გახდეთ, იძინეთ 7-9 საათი, მოერიდეთ ცხიმიან და ტკბილ საკვებს, მეტი დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე სეირნობას.

წესი მეხუთე/შეადგინეთ აუცილებელი საქმეების სია

წინასწარ ჩამოწერეთ, რას გააკეთებთ სამსახურში დაბრუნების შემდეგ. მაგრამ პირველ დღეს რთულ საქმეებსა და საქმიან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ.

წესი მეექვსე/დილიდან შეიქმენით კარგი განწყობა

სამსახურში წასვლის დღეს ადრე ადექით, მიირთვით გემრიელი საუზმე, მოიმზადეთ არომატული ყავა. სამსახურში ცოტა ადრე მიდით. მაგიდაზე დადეთ მოგზაურობისას ნაყიდი სუვენირი, რომელიც სასიამოვნო მოგონებებთან გაკავშირებთ.

წესი მეშვიდე/შეეხმიანეთ კოლეგებს

სამსახურში გამოცხადებამდე 2-3 დღით ადრე შეეხმიანეთ კოლეგას და გამოჰკითხეთ სიახლეების შესახებ, რათა ოფისში მისული უხერხულად არ იყოთ ახალი ამბების გამო.

წესი მერვე/პრიორიტეტები საქმეებში

უპირველესად, საქმეები დაახარისხეთ. ჯერ ისინი შეასრულეთ, რომელთა გადადებაც არ შეიძლება.

წესი მეცხრე/დაგეგმეთ დასვენება

შვებულებიდან დაბრუნებულ ადამიანსაც სჭირდება დასვენება. უახლოს უქმეებზე დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრა, საინტერესო კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება.

წესი მეათე/იზრუნეთ საკუთარ თავზე

დასვენება მხოლოდ შვებულების კი არა, სამუშაო დღეებშიც გჭირდებათ. ხშირად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაისვენეთ. განაახლეთ გარდერობი. საოფისე ლუქების იდეებს ვიდეოში შემოგთავაზებთ.