ფსიქო

რა არის დეჟა ვუ? - ამოუცნობი ფსიქოლოგიური ფენომენი (გადაცემა)

marao.ge ახალ რუბრიკას გთავაზობთ. ჩვენ საიტზე კვირაში ერთხელ დაიდება საინტერესო, შემეცნებითი სახის ვიდეოები, რაც საშუალებას მოგცემთ მეტი გაიგოთ სამყაროზე. გაიცანით ვიდეოების ავტორი - ლუკა ოლირი, რეჟისორი, სცენარისტი, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი.


თავდაპირევლად იუთუბ-საქმიანობა ერთი წლის წინ დავიწყეთ ორმა მეგობარმა, მე და საბა ჭუბაბრიამ. გასართობად და საკუთარი შესაძლებლობების შესაფასებლად მოვამზადეთ სამი ვიდეო რგოლი. არ გვქონდა არც ნორმალური ხარისხის მიკროფონი და არც შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერი, რომელიც უკეთ დამონტაჟების საშუალებას მოგვცემდა.

საერთო ინტერესი გვაერთიანებდა, რაც კოსმოსსა და ტექნოლოგიებს უკავშირდებოდა. შემდეგ გაჩნდა
სხვადასხვა კომპანიების შესახებ ვიდეო რგოლების მომზადების იდეა. გადავწყვიტეთ მეტი ეფექტისთვის მწვანე ფონი გამოგვეყენებინა. მეგობარი გოგონა, მარიამ ქვათაძეც მოვიწვიეთ რუბრიკის წამყვანად.
ის ჩვენსავით გამოუცდელი იყო ამ მხრივ, მაგრამ დაინტერესდა და დაგვთანხმდა. მარიამის პირველი ვიდეო მის საყვარელ კოსმეტიკურ კომპანია მერი-ქეი კოსმეტიქსზე იყო. საინტერესო მოგვეჩვენა, მაყურებელსაც მოეწონა და განვაგრძეთ სამი რუბრიკისათვის ვიდეო რგოლების მომზადება: კოსმოსი (ჩემი ინტერესის სფერო), ტექნოლოგიები (საბას ინტერესის სფერო) და კომპანიების ისტორიები (მარიამის ინტერესის სფერო).

სცენარებს რუბრიკებისთვის მე ვწერდი. ვიღებდით ერთად და მონტაჟზე პასუხისმგებელი საბა იყო. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ თავისუფალი დროის სიმცირისა და მოუცლელობის გამო, ვიდეოები იშვიათად მზადდებოდა.
რამდენიმე ვიდეო რგოლის მომზადების შემდეგ, დროის უქონლობის გამო, საბა გამოაკლდა პროექტს, ბოლოს კი მარიამი. მარტო დარჩენილმა, ენთუზიაზმიც დავკარგე და ვიდეოები კიდევ უფრო იშვიათად იტვირთებოდა.
ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მხოლოდ ორი ვიდეო რგოლი მოვამზადე კოსმოსის შესახებ, რომლებმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამან გადამაწყვეტინა ისევ განვაახლო არხზე მუშაობა. ტექნიკური მხარე მოვაგვარე და მზად ვარ მაყურებელს შევთავაზო სამივე რუბრიკა, უფრო საინტერესო ფორმატსა და ბევრად მაღალ ხარისხში.
ჩემ იუთუბის არხზე განთავსდება ვიდეოები, როგორც კოსმოსის, ასევე ტექნოლოგიური სიახლეებისა და კომპანიების შესახებ. შესაძლოა კომპანიების ისტორიისა და საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანების ისტორიები ჩავანაცვლო ერთმანეთთან, რაც ვფიქრობ კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის არხსა და ვიდეოებს.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი