შეხვედრისას ხელის ჩამორთმევა, სუფრაზე, სადღეგრძელოს თქმის შემდეგ ჭიქების მიჭახუნება და სხვა უამრავი ეტიკეტის ნორმა არსებობს, რომლებსაც ვიცავთ, მაგრამ არც მისი წარმოშობის ისტორია ვიცით და არც მნიშვნელობა.
1. შეხვედრისას ხელის ჩამორთმევა
ათენის მუზეუმში დაცული დოკუმენტები მოწმობენ, რომ ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნეში სცოდნიათ ხელის ჩამორთმევა. ეს იყო საშუალება, ახლოს მისულიყავი ადამიანთან და მარჯვენა ხელის გაწვდისას დარწმუნება, რომ მას ხელში დაშნა არ ეჭირა.
2. ქუდის მოხდა
ძველად, თავსაბურავი მამაკაცს უფრო ხშირად ეხურა, ვიდრე ახლა. შენობაში შესვლამდე შლაპის მოხდით მამაკაცს არ სურდა დაესვარა იატაკი (თოვლით, წვიმის წვეთებით). აგრეთვე, შეხვედრისას ქუდის მოხდა მიანიშნებდა, რომ ადამიანს ხელში დაშნა არ ეჭირა.
3. სადილობისას იდაყვების სუფრაზე დალაგება
თუ რატომ არ შეიძლება, ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი სუფრა იყო თხელი ფიცარი, რომელიც არამყარ ჯოხებზე იდგა და იდაყვების დაყრდნობით მას გადააბრუნებდით. მეორე: სუფრასთან უამრავი ადამიანი უნდა მოთავსებულიყო და თუ თქვენ მაგიდაზე იდაყვებს დაალაგებდით, გვერდით მსხდომებს სუფრასთან მიახლოებას შეუშლიდით.
4. სადღეგრძელოს თქმის შემდეგ ჭიქის მიჭახუნება
დღეს ამას დაუფიქრებლად ვაკეთებთ. ძველად, ჭიქას ერთმანეთს ისე ურტყამდნენ, რომ სითხე ერთი სასმისიდან მეორეში გადასულიყო. ამით ამტკიცებდით, რომ მოწინააღმდეგისთვის შხამი არ ჩაგისხამთ. ამ წესს მისტიკური დატვირთვაც აქვს. ძველად მიაჩნდათ, რომ ჭიქის მიჭახუნება ბნელ ძალებს აშინებდა.
5. ქალბატონისთვის სკამის მიწევა
ძველად ქალბატონებს ისეთი ფუშფუშა კაბები ეცვათ, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირდათ. ამიტომ დაჯდომისას სკამის მიწევაში მამაკაცები ეხმარებოდნენ. დღეს, როცა სამოსი მარტივი გახდა, ზოგიერთი მამაკაცი ამ წესს მაინც იცავს.
6. დამთქნარებისას პირზე ხელი მიიფარეთ
ზრდილობიანი ადამიანი დამთქნარებისას აუცილებლად მიიფარებს პირზე ხელს. ძველად ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ ეშინოდათ, დამთქნარებისას პირიდან სული არ ამოფრენოდათ. შემდეგ, დაავადებების ეპოქაში, ეშინოდათ, რამე ბაქტერია არ შეფრენოდათ.
7. დაცემინებისას ადამიანს უნდა უთხრა "ჯანმრთელობა"
შავი ჭირის მძვინვარების ეპოქაში, რომის პაპის ბრძანებით, ადამიანი, რომელიც დააცემინება, მისთვის უნდა გეთქვათ: "ჯანმრთელობა", რადგან დაცემინება საშიში დაავადების ერთ-ერთი მიზეზი იყო. მოგვიანებით დაცემინებისას დალოცვის ტრადიცია ინგლისშიც გავრცელდა. აქ ის ასე ჟღერს: God bless you - "ღმერთმა დაგლოცოს".
8. თითის მიშვერა არ შეიძლება
ამას მისტიკური დატვირთვა აქვს. თუ ადამიანზე თითით მიანიშნებთ, მისკენ ყველა გაიხედება, ისიც კი, ვისაც "ცუდი თვალი" აქვს. ამით ადამიანს ყოველივე ცუდისთვის იმეტებთ.
9. მიწაზე დაფურთხება არ შეიძლება
ჩინეთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ ნერწყვი დისკომფორტს გიქმნის, მისგან უნდა გათავისუფლდე. ძველ ევროპაში კი შავი ჭირის ეპიდემიის ერთ-ერთ გამავრცელებელ მიზეზად ითვლებოდა.
10. კაფესა და რესტორანში "ჩაის" დატოვება
ძველად, შუა საუკუნეების ევროპაში მიმტანს "ჩაის" სადილობამდე უტოვებდნენ, რათა იგი სწრაფად მომსახურებოდა კლიენტს. დღეს ეს ტრადიცია შეიცვალა, "ჩაის" მომსახურების შემდეგ ვტოვებთ.