და არ შეგიძლიათ ნაბიჯი უკეთესი ცხოვრებისთვის გადადგათ. როგორც ჩანს, უბრალოდ უბედური ხართ, იმიტომ, რომ:
1. ფიქრობთ, რომ რაც მოხდა, იმაში დამნაშავე თქვენ არ ხართ

ეს პოზიცია მოსახერხებელია და დროებით შველის კიდეც, მაგრამ არცთუ ისე სწორი გზაა. არ შეიძლება სრული პასუხისმგებლობა მოიხსნათ და იფიქროთ, რომ არაფერ
2. გეშინიათ

შიშის აყოლა - ეს იგივეა, რაც თქვენს ცხოვრებაში ირაციონალურ დასაწყისს დაუთმოთ გზა. თუ თქვენ შიში გმართავთ, ვერასოდეს მიაღწევთ ჰარმონიას. თუ თქვენი შიში გაუგებარია, მაშინ აზრი არ აქვს, გეშინოდეს და თუ აზრი აქვს პრობლემის შეცვლას, მაშინ ემოცია საქმეს ვერ უშველის. თქვენ ერთი უნდა გაიგოთ: შიშს არანაირი აზრი არ აქვს.
3. არ აფასებთ იმას, რაც გაქვთ

ბოლოს როდის გადაუხადეთ სამყაროს მადლობა იმისთვის, რაც გაქვთ? იმისთვის, რომ ჯანმრთელი ხართ, რომ სახლი გაქვთ, საყვარელი ადამიანები გყავთ გვერდით და გაქვთ პროფესია? დაგვეთანხმეთ, ეს არცთუ ისე ცოტაა. შეიძლება არ გაქვთ ის, რაც გინდათ, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერი ერთდროულად იქონიოთ. თუ გამუდმებით იმაზე იფიქრებთ, რა არ გაქვთ და არა იმაზე, რა გაქვთ, ნეგატივი დაიპყრობს თქვენს ცხოვრებას.
4 ბედნიერებას თქვენში არ ეძებთ

მსოფლიოს მასშტაბით, ფსიქოლოგების გამოცდილება გვასწავლის, რომ თუ თქვენ საკუთარ თავთან არ გრძნობთ ჰარმონიას და სული არ გაქვთ დამშვიდებული, ნუ ეძებთ მას სხვაგან. თუ საკუთარი თავი არ გიყვართ, არავინ შეგიყვარებთ. თუ ფიქრობთ, რომ ახალი სასიყვარულო ისტორია ან სამსახური გაგაბედნიერებთ, სამწუხაროდ, გული უნდა დაგწყვიტოთ: საკუთარი თავის გაბედნიერება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, ახალი გარემო კი ამას უბრალოდ ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება, ოღონდ საჭიროა, საკუთარი თავი დააფასოთ, იგრძნოთ, რომ საჭირო ხართ, აივსოთ ბედნიერებით, ბედნიერი ადამიანის იგნორირება კი შეუძლებელია.
5. თქვენ არ გაგიშვიათ წარსული

ცხოვრებაში არის მოვლენები, რომლებსაც ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეეგუებით. ისინი შეიძლება ეწინააღმდეგებოდნენ თქვენს პრინციპებს, მაგრამ ტრავმა არ უნდა მოგაყენოთ. საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი მომავლისთვის, ისაა, რომ ფრთხილად გადალახოთ ეს ეტაპი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - გაუშვით. თუ წარსულში მომხდარ ტკივილს დატოვებთ, ვერასოდეს გახდებით ბედნიერი.