ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი ემოცია იქმნება, რომლებიც ადამიანური ყოფის მრავალფეროვნებას ასახავს. როგორც აღმოჩნდა, ყველა არ აღიქვამს სიმბოლოებს პირდაპირი მნიშვნელობით.
კვლევებმა დაადასტურა, რომ ტელეფონის უმეტესობა „სმაილები“ არასწორად იქნა აღქმული.
არადა, ყველა სიმბოლოს განსაზღვრული დატვირთვა აქვს.
მაგალითად, გოგონას, რომელსაც თავზე უდევს ხელები, უმეტესობა აღიქვამს, როგორც სიხარულს და კომფორტს, მაგრამ სინამდვილეში, ეს სიმბოლო ნიშნავს ინფორმაციის გაზიარების მზადყოფნას.
„სმაილი“, რომელსაც ცხვირიდან ორთქლი გამოსდის, სულაც არ ნიშნავს გაბრაზებას. ეს გამოსახულება ნიშნავს ტრიუმფს და გამარჯვებას. სიმბოლოს, რომელსაც უმეტესობა იყენებს მნიშვნელობით - „დავმარცხდი“, „მოვკვდი“, სინამდვილეში ნიშნავს თავბრუსხვევას.
გამოსახულება წვეთით მარცხენა მხარეს ნიშნავს სირცხვილს, თუმცა, უმეტესობა იყენებს მას, როგორც დაღლილობის ან შფოთვის გამოსახატად.