ფსიქო

ღალატის 4 მიზეზი მაშინ, როცა ურთიერთობაში ყველაფერი კარგადაა

ღალატის 4 მიზეზი მაშინ, როცა ურთიერთობაში ყველაფერი კარგადაა
შესაძლოა ამაზე არასდროს დაფიქრებულხართ, მაგრამ ერთმანეთს მხოლოდ ისინი არ ღალატობენ, ვინც ურთიერთობაში ბედნიერები არ არიან. ადამიანებმა შესაძლოა ბევრი ისაუბრონ მათ იდეალურ ქორწინებაზე, გამგებ პარტნიორზე და პირდაპირ თვალებში იტყუებოდნენ. მიზეზად ხშირად ასახელებენ ზედმეტ ალკოჰოლს ან უყურადღებობას, მაგრამ როგორც წესი, რეალური მიზეზები უფრო ღრმაა. აი, რას ამბობენ ოჯახური თერაპიის სპეციალისტები ამის შესახებ:

1. შენი სექსუალურობის დამატებითი დასტური გჭირდება

ეს მოტივი ხშირად ადამიანებს ურთიერთობის დასაწყისში ღალატისკენ უბიძგებს. პარტნიორი შეუდარებელ ქალად მიგიჩნევს და ამაში თავადაც დარწმუნებული ხარ, მაგრამ კიდევ ვინმესგან ამის მოსმენა
მაინც გსურს.

2. თქვენი ურთიერთობები ძლიერი და უსაფრთხოა

იცი, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ და დარწმუნებული ხარ, რომ ის არ გიღალატებს. მაგრამ მას წარმოუდგენლად სექსუალურად არ მიიჩნევ, ფიქრობ, რომ ვნება სადღაც გაქრა. და აქ კი თავს ვიღაცისთვის მიმზიდველად მიიჩნევთ. უფრო დიდხანს რომ აკოცოთ პარტნიორს, კვლავ ეფლირტავოთ მას, პირდაპირ უთხრათ, რომ მეტი გსურთ, მაშინ, არც გვერდით გახედვა მოგიწევთ.

3. თქვენს ურთიერთობაში თავი ამოწურეთ

ეს ყველაზე საწყენი და გულწრფელი მოტივია. ადრე ქორწინება მოგწონდათ, ახლა კი თითქოს ცალ-ცალკე ვითარდებით. ამ შემთხვევაში ღალატი ურთიერთობაზე სხვა კუთხით შეგახედებთ და მიგახვედრებთ, რომ დროა ერთმანეთს გაეყაროთ. თუმცა, ამის გაგება, რა თქმა უნდა, ღალატის გარეშე სჯობს.

4. ამას ქვეცნობიერი ითხოვს

ხანდახან ღალატის მიზეზი ძველი ტრავმა და მარტო დარჩენის შიში ხდება. მაგ: თუ მან ოდესმე გიღალატათ, მსხვერპლის როლის თამაში გბეზრდებათ და ანგარიშის გათანაბრების სურვილი გიპყობთ. ან იქნებ მამაზე იყავით ძალიან მიჯაჭვული, ახლა კი პარტნიორებს იმისთვის ღალატობთ, რათა ადამიანმა, რომელიც მამაზე უკეთესი აღმოჩნდება, შეგაჩეროთ. ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპია დაგჭირდებათ.


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93