დიახ, იდეალური არავინაა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საყვარელ მამაკაცს თავი უფრო მეტად შევაყვაროთ.
ეს კი იმ ქმედებების ჩამონათვალი გახლავთ, რაც ამ საქმეში დაგეხმარებათ.
●დაიძინეთ მის მხარზე. ამგვარი ქმედებით ის იგრძნობს, რომ ენდობით და მასთან თავს დაცულად გრძნობთ. მამაკაცებს მოსწონთ, როცა თავს საიმედო საყრდენად გრძნობენ. აქვე, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ზოგჯერ თქვენს კალთაში ძილი უსაშველოდ მოსწონთ და სიამოვნებთ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
●როდესაც შეამჩნევთ, რომ ცუდ ხასიათზეა, მოუყევით სახალისო ამბები. იყავით ბავშვური და სასაცილო (ოღონდ ხელოვნური არა)- ეს საუკეთესო გზაა, იმისთვის, რომ სახლში დაბრუნებულს განტვირთვის იმედი მუდმივად ჰქონდეს.
●ამბობენ, რომ მამაკაცის გულისკენ მისასვლელი გზა კუჭზე გადის, მაგრამ თქვენ სხვა გზის მოძებნაც შეგიძლიათ. საწოლში ყოფნის დროს უთხარით, რომ ძალიან გიყვართ, გაგიჟებთ და მისით ბედნიერი ხართ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
●თუ მან დაკარგა მეგობარი, სამსახური, ან საყვარელი ადამიანი, ეცადეთ ბევრი საუბრის და კითხვების ნაცვლად, ჩაეხუტოთ და საყვარელი სადილი მოუმზადოთ.
●ჩხუბის შემდეგ უნდა აგრძნობინოთ, რომ უთანხმოების მიუხედავად მისი გაგება შეგიძლიათ და ურთიერთობის გადასარჩენად მზად ხართ. თუ მას უყვარხართ, ინიციატივა მისგანაც წამოვა. ამავდროულად, იმის ცოდნა, რომ ისიც მზად არის ურთიერთობისთვის იბრძოლოს, თქვენს სიყვარულს კიდევ უფრო გააღრმავებს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ბონუსი: როდესაც მასზე გაბრაზდებით, გაიხსენეთ ის ერთი იდეალური დღე, რომელიც ერთმანეთთან გაკავშირებთ და თქვენში საოცარ ემოციებს აღძრავს. ეს დღე ძალიან უცნაურიც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ის ხომ თქვენთვის ძვირფასია.
მოგონებების ალბომში ყოველთვის მოძებნეთ საჭირო მომენტი, რომლის გახსენებაც ურთიერთობას შეგანარჩუნებინებთ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>