ფსიქო

რატომ გესიზმრებათ კბილის დაკარგვა, რყევა და ჩამოტყდომა? - 8 მიზეზი

რატომ გესიზმრებათ კბილის დაკარგვა, რყევა და ჩამოტყდომა? - 8 მიზეზი
გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ 8 მიზეზს, რის გამოც შესაძლოა კბილის მოძრობა, მოტეხვა, მორყევა ან დაკარგვა დაგესიზმროთ:
1. დაუცველობის განცდა
თქვენ სამსახურის დაკარგვის, მეორე ნახევართან განშორების, მუცლის მოშლის, დაორსულების, ექიმთან ვიზიტის, გამოცდაზე გასვლის, სიკვდილის, საყვარელი ადამიანის დაკარგვის ან ნებისმიერი სხვა რამის ძალიან ძლიერად გეშინიათ. შიშთან დაკავშირებული პროცესები შესაძლოა ქვეცნობიერის დონეზე მიმდინარეობდეს და ყოველდღიურობაში სულაც არ გაწუხებდეთ, მაგრამ როგორც კი განმარტოვდებით, სწორედ ამ საკითხებზე იწყებდეთ ფიქრს.

2. კომპრომისი
ხშირად გიწევთ დათმობაზე წასვლა? ალბათ კი, თან ეს ფაქტი ძალიან
გაწუხებთ და უსამართლოდ მიგაჩნიათ. ან, შესაძლოა, მოხვდით სიტუაციაში, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი კომპრომისზე წასვლაა. გიწევთ, თავს გადააბიჯოთ და დათმოთ, ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენს სიზმრებზე.
Image result for dream gif
3. უმოქმედობა
თუ სიზმარში კბილი გტყდებათ, გძვრებათ ან გერყევათ, დიდი ალბათობით, თქვენს ცხოვრებას აკვირდებით და აანალიზებთ, რომ ყველაფერი თავდაყირაა.
მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვას აღარც ცდილობთ, რადგან მიგაჩნიათ, რომ აზრი არ აქვს. თითქოს ყველა მოვლენა თქვენგან დამოუკიდებლად ხდება და უმოქმედობა ერთადერთ აზრიან საქციელად გეჩვენებათ: სხვა თუ არაფერი,
ენერგიას მაინც ზოგავთ.

4. თვითშეფასება
თქვენი თვითშეფასება ძალიან დაეცა და რეალობას მოშორდა. თვითშეფასების ამ ტრანსფორმაციამ კომპლექსები გაგიჩინათ, რაც აუცილებლად უარყოფით გავლენას იქონიებს თქვენს კარიერაზე, სწავლაზე, მეგობრებთან და პარტნიორთან ურთიერთობაზე.

5. ინტიმური სახის შიში
შესაძლოა, ბოლო დროს უკმაყოფილო ხართ თქვენი სქესობრივი ცხოვრებით ან ძალიან დაბალია თქვენი სქესობრივი აქტივობა. არსებობს ალბათობა იმისა, რომ ბოლო კავშირის დროს პარტნიორი ორგაზმამდე ვერ მიიყვანეთ, ან თავად გაგიჭირდათ ორგაზმის მიღწევა. წაიკითხეთ ვრცლად astrologi.ge-ზე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30