დიახ, სიკეთე დაგიბრუნდება - ეს ნამდვილად სიმართლეა!
ეს გამოკვლევა ოქსფორდის მეცნიერებმა, პორტალ - Kindness.org-თან (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და არამომგებიანი ორგანიზაცია) თანამშრომლობით ჩაატარა.
მკვლევარებმა 691 ადამიანი შეარჩიეს კომპანიიდან და დავალება მისცეს. მათ პატარ-პატარა კეთილი საქმეები უნდა ეკეთებინათ 7 დღის მანძილზე.
შედეგმა აჩვენა, რომ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ბედნიერების შეგრძნების კოეფიციენტი საგრძნობლად გაიზარდა.
გთავაზობთ 15 კეთილ საქმეს, რითიც შეგიძლიათ დაიწყოთ...
- აჩუქეთ ვინმეს წიგნი და თბილი სიტყვები დაუწერეთ.
- დაინტერესდით, შეგიძლიათ თუ არა დაეხმაროთ ვინმეს პრობლემის მოგვარებაში.
- სიკეთის მოყვარული მედიტაციით დაკავდით.
- დაპატიჟეთ ვინმე ყავაზე.
- მეგობარს ხელით ნაწერი წერილი გაუგზავნეთ, სადაც მხოლოდ დადებით და ემოციურ ტექსტს დაწერთ.
- დაეხმარეთ ქუჩაში მოხუცს, რომელიც მოწყალებას ითხოვს.
- აჩუქეთ ახლობელს ოთახის მცენარე.
- გაატარეთ დრო მასთან, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს.
- შესთავაზეთ ვინმეს, თქვენთან ერთად უყუროს ფილმს.
- გამოაცხვეთ ნამცხვარი და ვინმეს გაუმასპინძლდით.
- არასაჭირო ტანსაცმელი გაჭირვებულებისთვის გაეცით.
- ვინმეს ბლოგზე ან სტატიაზე დადებითი კომენტარი დაუტოვეთ.