ფსიქო

ბედნიერება ან წარმატება გსურთ? სახლში ამ ცვლილებებით დაიწყეთ

ბედნიერება ან წარმატება გსურთ? სახლში ამ ცვლილებებით დაიწყეთ
რატომ მოაქვს ამას ბედნიერება? ყველაფერი მარტივია. ჩვენი სახლი - ჩვენი სიმტკიცეა. აქ თავს უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად ვგრძნობთ, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადგილას.

მაშ ასე, 8 ცვლილება სახლში, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტ წარმატებასა და ბედნიერებას მოიზიდავს.

1. შექმენით კოლაჟი, რომელიც თქვენი ცხოვრების ყველაზე ნათელ მომენტებს ასახავს
გააკეთეთ კოლაჟი და ჩამოკიდეთ იქ, სადაც ყველაზე ხშირად ისვენებთ ან ყველაზე მეტ დროს ატარებთ. შეგიძლიათ შეაგროვოთ ფოტოები თქვენი ცხოვრებიდან, სუვენირები ან საჩუქრები, რომლებიც სასიამოვნო „თავგადასავლებს“ გახსენებთ.
კოლაჟი მოტივაციას მოგცემთ, ახალი
თავგადასავლები დაგეგმოთ და იცხოვროთ იმით, რასაც თქვენთვის ბედნიერება მოაქვს.

2. ყოველ დილით პირველ რიგში საწოლი გაასწორეთ
ეს პირველია, რაც დილით უნდა გააკეთოთ. ეს ჩვევა დაგეხმარებათ, დღე პოზიტიური განწყობით დაიწყოთ. თავს კარგად იგრძნობთ იმის გამო, რომ დღის დასაწყისში ერთ-ერთი საქმე უკვე დაასრულეთ და ქვეცნობიერად შთაგონებული იქნებით, რომ ასევე ენერგიულად გააგრძელოთ. დილით საწოლის გასწორებით, თავს მოტივაციას აძლევთ, რომ ოთახში წესრიგი შეინარჩუნოთ.

3. იქონიეთ დღიური, რომელშიც იმას ჩაწერთ, რისთვისაც მადლიერი ხართ
ხშირად ხდება ისე, რომ გვავიწყდება ყველაფერი კარგი, რაც ყოველდღიურად ხდება. ნაცვლად ამისა კი, უარყოფითზე ვართ ფოკუსირებულნი.
ამ ჩვევისგან გათავისუფლებისთვის საუკეთესო საშუალებაა, დღიურში ყოველდღიურად ჩაიწეროთ ყველაფერი კარგი და სასიამოვნო, რაც დღის განმავლობაში მოხდა. ეს დაძინებამდე გააკეთეთ.

4. ყოველდღიურად დაისახეთ მიზანი, რომელსაც დღის განმავლობაში უნდა მიაღწიოთ
თუ გსურთ, დღემ კარგად ჩაიაროს, პოზიტიურ ნოტზე უნდა დაასრულოთ.

5. ნუ გადადებთ სახლში შესასრულებელ აუცილებლობებს
მარტივად შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ ჭურჭელი გასარეცხია. როცა მას ნიჟარაში ვათავსებთ, ვფიქრობთ, რომ ხვალ გავრეცხავთ, მაგრამ ეს ტყუილია. მომდევნო დღეს საუზმის დროს ახალ ჭურჭელს ვიღებთ, შედეგად კი ნიჟარაში უამრავი გასარეცხი ჭურჭელი გვიგროვდება. გადაეჩვიეთ ამ თვისებას. გარეცხეთ ის, როგორც კი შეჭამთ. ეს ჩვევა დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე. გესიამოვნებათ, როცა სამზარეულოში ყველაფელი წესრიგშია.

6. ყოველდღე ესაუბრეთ ადამიანს, რომელიც გიყვართ
ყოველთვის დაუთმეთ დრო მათ, ვინც გიყვართ. მნიშვნელობა არ აქვს, რა საქმით ხართ დაკავებული, უბრალოდ აიღეთ ტელეფონი და დაურეკეთ ადამიანს, რომელიც გიყვართ. ურთიერთობა ჩვენს წარმატებასა და ბედნიერებას განაპირობებს.

7. გააკეთეთ რაიმე კარგი მათთვის, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ
მნიშვნელობა არ აქვს მეორე ნახევართან, დიდ ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად ცხოვრობთ. თქვენ შეგიძლიათ ყოველდღე გააკეთოთ მათთვის რაღაც კარგი. გააკეთეთ ეს ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ელოდოთ.

8. შეიძინეთ ნივთები, რომლებიც სახლში უფრო პოზიტიურ გარემოს შექმნის
ეს ნივთები სახლში ყოფნას უფრო სასიამოვნოს გახდის.

წარმატება და ბედნიერება გსურთ? მაშინ ცვლილებები შეიტანეთ თქვენს სახლსა და ყოველდღიურ რუტინაში. ისწავლეთ, ცხოვრების მომენტებითა და საყვარელ ადამიანებთან გატარებული დროით ისიამოვნოთ. ეცადეთ, ისე გააკეთოთ, რომ თქვენი სახლი იყოს კომფორტული, რათა რაც შეიძლება პოზიტიური გარემო შეიქმნას.

წყარო: www.cluber.com


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31