ფსიქო

ძლიერი ქალის 18 წესი

ძლიერი ქალის 18 წესი
"არა" ყველაზე ძლიერი სიტყვაა.
თუ გსურთ, ძლიერი ქალი იყოთ, რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ.

1. საკუთარი თავის სიყვარული

არ არის აუცილებელი, ეგოისტი იყოთ, მაგრამ საკუთარი თავი ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ და თუ რამე თქვენ სიკეთეს არ მოგიტანთ, არ გააკეთოთ.

2. არ დაელოდოთ სხვის დახმარებას

თუ სხვისი ხელის შემყურე არ იქნებით, მატერიალური თვალსაზრისით, არასდროს გაგიჭირდებათ ცხოვრება.



3. უპასუხისმგებლობას წითელი ხაზი გადაუსვით

არავის მისცეთ უფლება, დაგჩაგროთ: ეს ეხება პარტნიორსაც, ოჯახის წევრსაც, კოლეგასაც, დაქალსაც.

4. სიფრთხილეს ყოველთვის არ სტკივა თავი

თუ არ
გარისკავთ, ვერ გაიგებთ, რისი გაკეთება, მიღწევა შეიძლიათ. ამიტომ პერიოდულად ზომიერი რისკი დასაშვებია.

5. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მოშურნეებს, სკეპტიკოსებსა და მწვანეთვალება მონსტრებს

იყავით საკუთარ თავში, ძალაში, გონებრივ შესაძლებლობაში დარწმუნებული და ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ ადამიანებს, ვისაც შხამის თქვენ მხარეს გადმოფრქევევა უნდა.


6. საკუთარი ბედნიერება თავად უნდა შექმნათ

არავინ გაგაბედნიერებთ, თუ თავად არ მოისურვებთ და არც არავინ გაგამხიარულებთ, თუ მოწყენილად განაგრძობთ ცხოვრებას.

7. ყოველი დღე მაქსიმალურად გამოიყენეთ

ყოველი დღე განვითარებისთვის გაძლევთ ახალ შანსს. უნდა ისარგებლოთ. ნუ მოკლავთ დროს ფუჭად.

8. ენდეთ ინტუიციას

გულის ხმას ყურადღებით მოუსმინეთ. ის არ ტყუის.

9. სურვილის ასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთოთ

ჩამოწერეთ, როგორ შეძლებთ სურვილის განხორციელებას, რა შეგიშლით ხელს და მაქსიმალურად გააქტიურდით.


10. გწამდეთ საკუთარი შესაძლებლობების

დაბადებიდან ყველაფრის ცოდნით არავინ იბადება. პრობლემების მოგვარება უფრო გაგაძლიერებთ, ახალ ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებთ.

11. ჩაიცვით საკუთარი თავისთვის და არა სხვებისთვის

მოდაში რაცაა და რაც ყველას აცვია, თქვენთვის შეიძლება არაკომფორტული იყოს. ის სამოსი ჩაიცვით, რომელშიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობთ.

12. არ დაამციროთ სხვები

განსაკუთრებით, იმ მიზნით, რომ მათზე რაღაცით მაღლა გამოჩნდეთ.


13. ნუ მოგერიდებათ საკუთარი აზრის გამოთქმის

უმჯობესია, ყველაფერი თქვათ, რაც გაწუხებთ, ვიდრე ინანოთ, რომ გაჩუმდით. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს უფლებას, გადაწყვეტილებები თქვენ ნაცვლად მიიღონ.

14. გამოხატეთ გრძნობები

ემოციების გამოხატვა გულისთვის სასარგებლოა. გაიღიმეთ, როცა კარგ განწყობაზე ხართ.

15. მუდმივად გამოსცადეთ რაიმე ახალი

გამოსცადეთ ახალი ტექნოლოგიები, დააგემოვნეთ ახალი კერძები, მიიღეთ ახალი ცოდნა და გამოცდილება.

16. "არა" ყველაზე ძლიერი სიტყვაა

რატომ უნდა გააკეთოთ ის საქმე, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ, განვითარებაში არ გეხმარებათ? არა - ისწავლეთ მისი თქმა. და რაც მთავარია, ნუ გახდებით ცხვარი ფარაში.

17. დაიცავით ის, რისიც გწამთ

თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, თამამად გამოხატეთ თქვენი პროტესტი და დაიცავით საკუთარი უფლებები.

18. დაწერეთ თქვენი პირადი ისტორია

საკუთარი ცხოვრების ავტორი თავად ხართ და ეცადეთ, ბედნიერი, საინტერესო, მნიშვნელოვანი მომენტებით აღსავსე პირადი ისტორია დაწეროთ.
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93