საახალწლოდ ძალიან მარტივად გავცემთ დაპირებებს და ვაწყობთ გეგმებს. თითოეული ჩვენგანის დაპირებები ერთმანეთისგან განსხვავებულია,
მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებს - მათი უმრავლესობა დაპირებად რჩება. თუმცა აქ საგანგაშო არაფერია: როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, რეალური ცვლილებები თანდათანობით ხდება. ექიმები კი გვირჩევენ - შეუძლებელი პირობების დადებას სჯობს, საახალწლოდ რამდენიმე ინოვაცია სცადოთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებას რელურად გააუმჯობესებენ.
მეტი მიირთვით
მაგრამ მხოლოდ სასარგებლო პროდუქტები. მიიღეთ მეტი ხილი და ბოსტნეული, რძის პროდუქტები, თევზი და ნიგოზი. დაუდეთ საკუთარ თავს პირობა, რომ ყოველდღიურად რაციონში ერთ ახალ და სასარგებლო კერძს შეიტანთ.
დასაძინებლად 15 წუთით ადრე დაწექით
ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღამის ძილი. დადეთ პირობა, რომ ჩვეულებრივზე 15 წუთით ადრე გაეშურებით დასაძინებლად. უკვე მარტისთვის შენიშნავთ, რომ კარგად გამოძინებას ახერხებთ.
მედიტაცია დღეში 5 წუთით
მედიტაცია - ეს ჭეშმარიტად ჯადოსნული პრაქტიკაა. მაგ: ის გეხმარებათ შფოთვისა და დეპრესიის დროსაც კი. ებრძვის სტრესს და იცავს ჩვენს გულს. რეგულარული მედიტაციები კი ავარჯიშებს ტვინს და ებრძვის ასაკობრივ ცვლილებებს. დღეში მხოლოდ 5 წუთი და თქვენ უკვე ერთ თვეში შენიშნავთ, რამდენად მშვიდი, მოდუნებული და გაწონასწორებული შეგიძლიათ იყოთ.
ისეირნეთ ყოველდღე
საჭირო არ არის კონკრეტული მიზნების დასახვა. უბრალოდ, საკუთარ თავს პირობა მიეცით, რომ რამდენად რთული დღეც უნდა გქონდეთ, რამდენად ცუდი ამინდიც უნდა იყოს, გამონახავთ დროს, რომ ცოტა გაისეირნოთ.
აირჩიეთ თვის სიტყვა
„სასარგებლო“, „მეგობრული“, „საინტერესო“, „მხიარული“ - აირჩიეთ რომელიმე რეალურად დადებითი ცნება და ეცადეთ, ეს თქვენს ყოველდღიურ ქმედებაში ასახოთ. გაოცდებით, რამდენად კარგი და სავსე ცხოვრებით ცხოვრობთ - ამას კი ვერ ამჩნევთ.
ჩაიწერეთ თქვენი სურვილები და ოცნებები
შეიძინეთ რვეული, სადაც ჩაწერთ ნებისმიერ, ყველაზე გიჟურ ოცნებებსა და სურვილებსაც კი. და დაიჯერეთ, რომ დადგება დღე, როცა ვერც კი შეამჩნევთ, ისე დაიწყება ამ ოცნებების ახდენა. ეს კი ჭეშმარიტად შესანიშნავი რამ იქნება.