„მხოლოდ 6 მარტივი ნაბიჯით, ამ პროგრამას შეუძლია გაგხადოთ უფრო ბედნიერი, ვიდრე ამას ჭიქა ყავის დალევით შეძლებდით.“
მაშინაც კი, თუ არ გაქვთ მენტალური დაავადების დიაგნოზი, ყოველდღიურ სტრესს საკმაოდ მარტივად შეუძლია თქვენი ცხოვრების გაფერმკრთალება და გაუფერულება.
„პოზიტიურმა ფსიქოლოგიამ“, რომელიც არსებობის 20 წელს ითვლის, უკვე არაერთი ტექნიკა შეიმუშავა ხასიათის გამოკეთების მიზნით. თუმცა, ის, თუ როგორ გამოვძებნოთ დრო ამ ყველაფრის გასაკეთებლად, კვლავ კითხვად რჩება. სწორედ აქ გვთავაზობს ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის პროფესორი სანდი მანნი გამოსავალს. საკმაოდ კვალიფიციური და კარგად ცნობილი კლინიკური ფსიქოლოგი თავის წიგნში - “10 წუთი ბედნიერებას“ აღნიშნავს, რომ მის მიერ შემუშავებული პროგრამა თავისებური ყოველდღიური ჟურნალის მსგავსია და 6 ნაწილისგან, ანუ კითხვისგან შედგება, რომელიც ადამიანმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას:
მანნი აღნიშნავს, რომ სარგებელს არა მხოლოდ დაწერის დროს, არამედ ძველი ჩანაწერების გადაკითხვითაც მიიღებთ და ეს დაგეხმარებათ რთული სიტუაციების გამკლავებაში.
ჩვენი ასოცირებული მეხსიერების წყალობით, ცუდი განწყობა - ერთი ცუდი მოვლენით გამოწვეული - შეიძლება სტრესის და უბედურების წყარო გახდეს. როდესაც ასე ხდება, უბრალოდ ასეთი ჟურნალის გადაფურცვლა შესაძლოა დაგეხმაროთ ამ ნეგატიური კავშირის გაწყვეტასა და პოზიტიურ განწყობაზე დაყენებაში.
შემოთავაზებული პროგრამის მეექვსე პუნქტი ემყარება სიკეთის ძალის უახლეს კვლევებს. კერძოდ, სხვადასხვა სწავლებამ აჩვენა, რომ არაეგოისტური ქმედება არა მხოლოდ ზრდის გარშემომყოფთა კეთილდღეობას, არამედ ამაღლებს საკუთარ განწყობასაც. მცირე თანხის უცხო ადამიანის დასახმარებლად გაღება უფრო ბედნიერს ხდის ადამიანს, ვიდრე იგივე თანხის საკუთარ თავზე დახარჯვა.
საკუთარი დღის 10-წუთიანმა მიმოხილვამ, რა თქმა უნდა, შესაძლოა, სასწაულებრივად არ იმოქმედოს - და მანნი აღნიშნავს კიდეც, რომ მათ, ვინც დეპრესიით იტანჯებიან, კვლავ უნდა მისდიონ პროფესიულ სამედიცინო მკურნალობას, მაგრამ მათ, ვინც თავს მუდამ სტრესულად გრძნობენ, მძიმე კლინიკური სიმპტომების გარეშე, ეს მეთოდი შესაძლოა სწორ გზაზე დაყენებაში გამოადგეთ.
გვანცა კაკაურიძე
წყარო: bbc.com