ფსიქო

რატომ მოსწონთ გოგონებს თოჯინები, ბიჭებს კი - მანქანები? – საკითხი იმაზე ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

რატომ მოსწონთ გოგონებს თოჯინები, ბიჭებს კი - მანქანები? – საკითხი იმაზე ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
ქალისა და მამაკაცის განსხვავებულობაზე, მათ სურვილებსა თუ მისწრაფებებზე არაერთი მოსაზრება არსებობს და თითქმის ყველა უკავშირდება გენდერულ თავისებურებებს, ბიოლოგიურ განსხვავებას და ასე შემდეგ, მაგრამ საინტერესოა, რამდენად ერევა გარე სამყარო მათი სურვილების ჩამოყალიბებაში.

ნუთუ ბავშვობიდანვე იცის გოგონამ, რომ მან თოჯინებით და არა მანქანებით უნდა ითამაშოს?.. ფსოქოლოგთა ნაწილის აზრით, ბავშვებს თავად ვასწავლით სათამაშოების სიყვარულს და თამაშის ტიპი მათი სქესის მიხედვით სხვადასხვაა.


ისინი სექსისტურად აფასებენ იმ დამოკიდებულებასაც, რომლის მიხედვითაც გოგონა თოჯინებით, ბიჭი კი მანქანებით უნდა თამაშობდეს. ამაში დიდ დანაშაულსაც ვერ ხედავენ, თუმცა ამბობენ იმასაც,
რომ ცხოვრება ბევრად უფრო მარტივია მსგავსი შეზღუდვების გარეშე. თუ იგნორირებას გავუკეთებთ სოციალურ მდგომარეობას და ჩავთვლით, რომ ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, თოჯინით ითამაშებს თუ მანქანით, ბევრად უფრო საინტერესო იქნება მისი მომავალი ცხოვრება.

მწერალი სუზანა ვენკერი მიიჩნევს, რომ საზოგადოების პრობლემა თანასწორობის არასაკმარისად გააზრებაშია. თუკი გოგონას მანქანა უნდა, რატომ უნდა ავუკრძალოთ მას იგი მხოლოდ სქესის გამო? თანასწორობა ნიშნავს განურჩევლობას მათი ღირებულებების, სტატუსებისა თუ სქესის მიუხედავად. ვენკერის აზრით, სამყაროსთვის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თანასწორობის იდეის სრულფასოვნად გააზრება და ეს უნდა დაიწყოს მომავალ თაობასთან ერთნაირად ურთიერთობით. ის მოუწოდებს მშობლებს, არ აარჩიონ შვილებისთვის საჩუქრები მათი სქესის მიხედვით. მწერალი სთხოვს მათ, უყიდონ შვილებს სასურველი სათამაშოები მაშინაც კი, თუ ბიჭი თოჯინებით, გოგონა - მანქანით დაინტერესდება.

ასევე, ფსიქოლოგები ერთხმად აღიარებენ სათამაშოების განუზომელ წვლილს ბავშვის განვითარებაში და ამბობენ, რომ თამაში მათ გონების გავარჯიშებასა და აზროვნებაში ეხმარება.



წყარო : autostraddle.com

FaceBook ბეჭდვა
Share
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი