ქალები თვალების ჩაშავებული უპეების, დიდი ცხვირის თუ მსხვილი ფეხების გამო ძალიან კომპლექსდებიან.
სინამდვილეში, ბევრი მათი კომპლექსი - მათი მთავარი კოზირია, რომლებსაც მამაკაცები მიმზიდველად მიიჩნევენ.
1. კარგი მადა
სინამდვილეში, პაემანზე გემრიელად თუ შეჭამთ, სულაც არ იქნება სირცხვილი. მამაკაცების უმრავლესობას მოსწონს, როცა ქალი მადიანად შეექცევა საჭმელს.
2. ჩაჩხვლეტილი ლოყები
ბევრი ქალი კომპლექსდება იმის გამო, რომ სიცილის დროს ლოყებზე ფოსოები უჩნდება. მამაკაცებს კი ეს საოცრად მოსწონთ.
3. მსხვილი ფეხები
ქალთა უმრავლესობა მსხვილ ფეხებს გრძელ კაბაში ან ფართხუნა შარვლებში მალავს. მამაკაცების გარკვეულ კატეგორიას სწორედ მსხვილი ფეხების მქონე ქალები აღაგზნებს.
4. პატარა ზომის ტერფი
პატარა ზომის ფეხი მამაკაცებს ჯერ კიდევ ძველ დროში მოსწონდათ. ნუ დაკომპლექსდებით იმის გამო, რომ კონკიასავით პატარა ფეხი გაქვთ.
5. დიდი ყურები
ნორმალურზე ცოტა დიდი ყურების დამალვა ვარცხნილობებში სულაც არაა აუცილებელი. მამაკაცები აღიარებენ, რომ ეს თავისებურება გულს უჩქარებთ.