გიგრძვნიათ ოდესმე ენერგიისგან დაცლა კონკრეტული ადამიანის გვერდით მყოფს?
ენერგეტიკული ვამპირი ეს არის ადამიანი, რომელიც თქვენი ემოციურობით და სულიერი ენერგიით იკვებება. ჩვეულებრივად, ასეთი ადამიანები ემოციურად მომწიფებულები არ არიან და არ შეუძლიათ თანაგრძნობა. თავიანთი შინაგანი ტკივილის, ან თავდაჯერებულობის არ ქონის გამო სხვისი ენერგიით იკვებებიან.
ენერგეტიკული ვამპირი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს: მეგობარი, ოჯახის წევრი, კოლეგა, ნაცნობი ან რომანტიკული პარტნიორი. თუ თქვენ მგრძნობიარე და მზრუნველი ადამიანი ხართ, თავად იზიდავთ ენერგო ვამპირებს.
თუ გრძნობთ ქრონიკულ თავბრუსხვევას, გამოფიტვას, დეპრესიას, შფოთვას, გაღიზიანებას ან სიბრაზეს, თქვენ კონტაქტი გაქვთ ენერგოვამპირთან.
აუცილებლად უნდა ისწავლოთ ასეთ ადამიანებთან დისტანცირება.
ვამპირი-მსხვერპლი თქვენი დანაშაულის გრძნობით იკვებება. ასეთ ადამიანებს სჯერათ, რომ ვიღაცის თანაგრძნობაზე არიან დამოკიდებულები და იტანჯებიან ამის გამო. იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ, მსხვერპლი-ვამპირები გამუდმებით სხვებს ადანაშაულებენ. მათ დაბალი თვითშეფასების კოეფიციენტი აქვთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ცდილობენ თავი დამნაშავედ გაგრძნობინონ.
როგორ დავიცვათ თავი: თუ თქვენ მსხვერპლი-ვამპირის კამპანიაში მოხვდით, შეეცადეთ ყურადღება მიაქციოთ იმას, ეცოდება თუ არა მას საკუთარი თავი. ისინი ხშირად წუწუნებენ, რომ საშინელი დღე აქვთ. ნუ აყვებით მას და შეეცადეთ მასთან კომუნიკაცია მინიმუმამდე დაიყვანოთ.
როგორ დავიცვათ თავი: თუ არ შეგიძლიათ ასეთი ადამიანის თქვენი ცხოვრებიდან მოშორება, შეეცადეთ ნაკლებად იურთიერთოთ მასთან.
როგორ დავიცვათ თავი: შესთავაზეთ, რომ ორივე საკუთარ აზრზე დარჩეთ. იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში, შეზღუდეთ მასთან კონტაქტი. გახსოვდეთ, ის ცდილობს შეგაშინოთ მხოლოდ იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ეშინია, რომ მასზე დომინირება არ მოახდინოთ და ტკივილი არ მიაყენოთ.
ამ ტიპის ენერგოვამპირები პრობლემებს ქმნიან. მათი ცხოვრება ცარიელია და ამიტომ, ყველაფრის დრამატიზების სურვილი უჩნდებათ. ეს მათ აძლევთ საშუალებას უარი თქვან მსხვერპლის როლზე, შეიგრძნონ საკუთარი მნიშვნელობა და გაექცნენ რეალურ პრობლემებს. ისინი ნეგატიურ ემოციებზე არიან დამოკიდებულნი.
როგორ დავიცვათ თავი: ნუ დაიჭერთ ნურც ერთ მხარეს და ნუ ჩაერევით მათ ინტრიგებში. დაიცავით დისტანცია.
დაბალი თვითშეფასების გამო, კრიტიკოსი ვამპირები ხშირად ეჩხუბებიან გარშემომყოფებს. მათ უყვართ, როდესაც მიგითითებენ თქვენ სუსტ მხარეზე და გაიძულებენ, იგრძნო სირცხვილი და უსუსურება.
როგორ დავიცვათ თავი: ნუ მიიღებთ სერიოზულად კრიტიკოსი ვამპირის ნათქვამს. როგორც კი დაიწყებთ თავის დაცვას - წააგებთ. შეეცადეთ ასეთ ადამიანებთან თავაზიანობა გამოიჩნოთ.
ენერგოვამპირებს ყოველთვის არ აქვთ ბოროტი ზრახვები და ფიქრები. უბიწო ვამპირებს მართლა სჭირდებათ დახმარება. თუ გამუდმებით მათი საყრდენი იქნებით, დროთაგანმავლობაში ენერგიას დაკარგავთ.
როგორ დავიცვათ თავი: გამოიჩინეთ ყურადღება და თანაგრძნობა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავიც უნდა გიყვარდეთ და დრო თქვენი თავისთვისაც უნდა გამონახოთ.
წყარო: cluber.com.ua