ფსიქო

8 ჟესტი, რის გამოც შესაძლოა საუკეთესო რეზიუმეს შემთხვევაშიც კი დაგიწუნოთ დამსაქმებელმა

ამერიკელმა მოცეკვავე მარტა გრემმა თქვა: „სხეული არასდროს ტყუის“, ეს კი ყველაზე უკეთ დამსაქმებელი კომპანიის, ადამიანური რესურსების თანამშრომლებმა იციან, სხვა პროფესიებისგან განსხვავებით.

განსაკუთრებით რთულია ასეთ პერსონალთან გასაუბრება, იქიდან გამომდინარე, რომ მათ იციან, როდის ემთხვევა და როდის მოდის წინააღმდეგობაში ერთმანეთთან კანდიდატის საუბარი და სხეულის ჟესტიკულაციები.
მაშ ასე, „მარაო“ გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ არ უნდა მოიქცეთ გასაუბრებაზე:


1. კისერზე შეხება

ასეთი ჟესტი მიანიშნებს დამსაქმებელს, რომ კანდიდატი არ არის დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში ან შეწუხებულია რამით. ამიტომ დამსაქმებელს უჩნდება უნდობლობის
გრძნობა და ეჭვი შეაქვს იმაში, რომ შესაძლოა კანდიდატი საუბრისას რაიმეს მალავდეს.

neck


2. ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომის მანერა

შესაძლოა, უმეტესობას ასე უფრო კომფორტულად მიაჩნია ჯდომა, თუმცა სხეულის ენის ექსპერტი Patti Wood-ი გირჩევთ, რომ ორივე ფეხი დაუშვათ იატაკზე, რაც დაგეხმარებათ უკეთ კონცენტრაციაში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას.


3. ასიმეტრიული მხრები

ცალი მხრის მეორესთან შედარებით ზემოთ აწევა - ეს სხეულის ენაზე ნიშნავს სუსტ და ჩამოუყალიბებელ პიროვნებას, რაც დამსაქმებელს აძლევს მინიშნებას იმის თაობაზე, რომ კანდიდატი არ შეესაბამება მითითებულ ვაკანტურ პოზიციას.

shouilders


4. ხელების დამალვა

ხელები ხშირად გაგვცემენ და გამოხატავენ ჩვენს შინაგან მღელვარებას. ამიტომ შეეცადეთ, არ დამალოთ ხელები, რაც თქვენს გახსნილობას და მდგრადობას გაუსვამს ხაზს.


5. საუბრის დროს მზერის მარჯვნივ გადატანა

ადამიანებს ყოველთვის რაღაც ფაქტების გასახსენებლად მარცხნივ გადააქვთ მზერა, რაც ეხმარება მათ წარსულში მომხდარი ფაქტების ერთგვარად გახსენებაში, ხოლო მარჯვნივ, ზედა ან ქვედა კუთხეში მზერა მიუთითებს იმაზე, რომ კანდიდატი ფიქრობს, თუ როგორ დამალოს სიმართლე და ამას თან ახლავს მცირე პაუზა, რაც ახალი პასუხის მოფიქრებაში ეხმარება.
ამიტომ ფსიქოლოგები და სხეულის ენის ექსპერტები გირჩევენ საუბრის დროს მზერის 60%-ით პირდაპირ კომუნიკაციას, რაც დაგაცვევინებთ ბალანსს. ვინაიდან დიალოგის დროს მოსაუბრის დაჟინებული მზერა აგრესიაზე მიუთითებს, ამიტომ აუცილებელია დავიცვათ ბალანსი.

eyes


6. ხელების გადაჯვარედინება

როცა საუბარი არასასიამოვნო ხდება, ჩვენ ინსტიქტურად ვახდენთ ხელების გადაჯვარედინებას, რაც მოსაუბრისგან ერთგვარ თავდაცვას ნიშნავს. ამიტომ უმჯობესია თავი შეიკავოთ ასეთი ჟესტისგან.


7. მხრების აჩეჩვა

„კუს პოზა“ - ასე მოიხსენიებენ ამ ჟესტს სხეულის ენის ექსპერტები, რაც დამსაქმებელს მიუთითებს მშიშარა და არამდგრად კანდიდატზე. იყავით მხრებში გამართული და გახსნილი.

shoulder


8. თმაზე ხშირი შეხება

ეს დამტკიცებული ფაქტია, რომ მოსაუბრის ხშირი შეხება თმაზე იწვევს გაღიზიანებას, რაც მიუთითებს დამსაქმებელს იმაზე, რომ არ შეგწევთ საკუთარი თავის მართვა და ვერ ართმევთ თავს საქმეს.


წყარო: adme.ru

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
რეალისტი
საქართველოში თუ პატრონი არა გყავს, მაინც არ მიგიღებენ, რაც არ უნდა კარგი იყო
16:31 / 01-02-2019
გამოხმაურება / 0 /
სწავლა სიბერემდეო
საინტერესო და საჭირო მასალაა... გმადლობთ!
19:06 / 31-01-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31