ენერგეტიკულ ვამპირებს შეუძლიათ თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციონ.
11 ნიშანი იმისა, რომ ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობთ, ენერგეტიკული ვამპირია:
1. ისინი მხოლოდ საკუთარ თავსა და პრობლემებზე საუბრობენ
ზოგიერთი ადამიანისთვის მოსაუბრე ყოველთვის მხოლოდ მსმენელია. ასეთ ადამიანთან რაც შეიძლება ნაკლები ურთიერთობა უნდა გქონდეთ. სხვაგვარად საკმაოდ მოკლე დროში მთელ თქვენს ენერგიას შთანთქავენ.
2. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისთვის სხვა ადამიანად თავის მოჩვენება გიწევთ
ენერგეტიკულ ვამპირს არ აინტერესებს, რომ თქვენ მასთან გულწრფელი ურთიერთობა გსურთ. მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი რამ - თქვენი ენერგიის მიღება და ის ამას აუცილებლად მიაღწევს. ამიტომ სჯობს მარტო იყოთ, ვიდრე ასეთ გარემოცვაში.
3. ადამიანი ხშირად წუწუნებს იმაზე, რომ ის ადამიანი არ ხართ, როგორსაც მას უნდა, რომ გხედავდეთ
ამ ადამიანის წინაშე ხშირად გრძნობთ თავს დამნაშავედ? დარწმუნებული იყავით, რომ ის ენერგეტიკული ვამპირია.
4. ის თქვენით მანიპულირებს
მას თქვენი დამცირება და გამოყენება შეუძლია. ამ ყველაფერს იმისათვის აკეთებს, რომ მისთვის სასურველი მიიღოს. ნუ მისცემთ ამის უფლებას.
5. რომანტიკული ურთიერთობის შემთხვევაში ამ ადამიანთან ინტიმური სიახლოვე არაკომფორტულია და სიამოვნებას არ განიჭებთ
ადამიანთან საწოლში წვებით და ამით თითქოს მას დახმარებას უწევთ? ასე არ უნდა ხდებოდეს. დაფიქრდით.
6. ურთიერთობას სიამოვნებით გაწყვეტდით, მაგრამ ამას ვერ ახერხებთ
ენერგეტიკული ვამპირები მანიპულაციის ოსტატები არიან. შეუძლიათ ისე მოაწყონ, რომ მათი მსხვერპლი ყოველთვის გვერდით ჰყავდეთ. ეს ბევრი არაჯანსაღი ურთიერთობის მკაცრი რეალობაა, რომელშიც ერთი პარტნიორი მეორეს ამცირებს და დასცინის.
7. გინდათ ეს თუ არა, მის დრამაში ყოველთვის გხვევთ
ეს ძალიან დამღლელია და ადამიანს ენერგიას მთლიანად აცლის.
8. ნარცისები ძალიან დამოკიდებულები არიან გარშემო მყოფებზე. მხოლოდ მათ ხარჯზე შეუძლიათ იცხოვრონ ისე, როგორც სურთ
ასეთი ადამიანები ენერგეტიკული ვამპირები არიან. მათ შეუძლიათ დაგამცირონ, შეურაცხყოფა მოგაყენონ და შეცდომაში შეგიყვანონ. მათ შეუძლიათ თქვენი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქციონ.
9. ნუ გაიხდით ვინმეს კერპად
ცნობილი პიროვნებები მხოლოდ გარეგნულად გეჩვენებათ ასეთი მშვენიერები და შესანიშნავები. ნურავის ეთაყვანებით, ამით ხომ ვერაფერს მიიღებთ. საკუთარ ენერგიას ტყუილად ხარჯავთ.
10. ახლო ადამიანი მუდმივად გიმეორებთ, რომ თქვენ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია
ან ამბობს, რომ მოკვდება, თუ მიატოვებთ. თუ ეს ხშირად გესმით, ე.ი. საქმე გაქვთ ენერგეტიკულ ვამპირთან.
11. თავს გამუდმებით დაღლილად გრძნობთ
თუ ასეა, დასახმარებლად ექიმს მიმართეთ. დარწმუნდით, რომ ჯანმრთელი ხართ. თუ ყველაფერი ნორმაშია, მაშინ დროა თქვენს ცხოვრებაში რაიმე შეცვალოთ. ქრონიკული დაღლილობა ხშირად იმას მიანიშნებს, რომ ცვლილებები გჭირდებათ.