ფსიქო

მამაკაცის 5 ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევა - ნახეთ, აქვს თუ არა ის თქვენს პარტნიორს

მამაკაცის 5 ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევა - ნახეთ, აქვს თუ არა ის თქვენს პარტნიორს
კარგი განათლება, ბოლო მოდელის მანქანა, აგარაკი, ბინა - ერთი შეხედვით ქალების გულების დასაპყრობად იდეალური მამაკაცია, მაგრამ, ბრახ! და ცუდი ჩვევები...

აი, რა აფუჭებს ხშირად ყველაფერს, თუმცა ყოველთვის არა, რადგან შეყვარებულმა ქალმა შესაძლოა, საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება მის თვისებებს. სინამდვილეში, კი ეს თვალის დახუჭვად არ ღირს, რადგან მამაკაცის არაჯენტლმენური თვისებები საზოგადოებაში მის ყველა პიროვნულ თვისებასა თუ აგარაკს უკარგავს ფასს.

რა თვისებებზე ვსაუბრობთ?



1. დაუხვეწავი საუბრის მანერა




ფილმებიდან გახსოვთ ალბათ, იდეალური ბრიტანული აქცენტი აქვსო, იტყვიან გოგონები საყვარელ მამაკაცზე. საქმე მხოლოდ აქცენტში როდია.
საუბრის ხმამაღალი ტემბრი ბევრად უფრო გამაღიზიანებელი და შემაწუხებელია. როცა საჯარო თავშეყრის ადგილებში მის გვერდით მოხვდებით, უხერხულობა ერთი-ორად გაგეზრდებათ

2. გლამურული მზერის ტყორცნის ამაო მცდელობა




ზოგჯერ ხუმრობით, ზოგჯერ კი დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მამაკაცები სექსუალური მზერის მოპყრობას ცდილობენ და ავიწყდებათ, რომ ის მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებში ამართლებს, ისიც შენელებული კადრის ეფექტით.

3. საჯარო ტრანსპორტში „გაშინაურება“




ერთდროულად ორ სკამზე დაჯდომის სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვათ, მეტროსა და ავტობუსებში ბიჭებს ჭამა-სმაც ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებთ და კაცმა არ იცის, რატომ.

4. კომპიუტერის მონიტორში „შეძრომა“




არსებობს ფრაზა „ინტერნეტშია შემძვრალი“, რაშიც კომპიუტერთან დიდი დროის გატარებას გულისხმობენ, თუმცა ბევრი მამაკაცის ლეპტოპთან ჯდომის მანერით თუ ვიმსჯელებთ, ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობითაც შეგვიძლია გავოგოთ.

5. პირადი სივრცის დარღვევა




არაა აუცილებელი ნახევრად უცნობს ისე მიესალმო, გულში ჩაიკრა, შენკენ მოიზიდო, თითქოს მთელი ცხოვრება ამ მომენტს ელოდი. არაფერი რომ არ ვთქვათ ეტიკეტზე, სხვის პირად სივრცეში შეჭრა, მოსაუბრის კომფორტის დარღვევაა

წყარო: dmarge.com

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28