ამბობენ, რომ რაც უფრო ნაკლებმა ადამიანმა იცის თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ, ყველაფერი უკეთ ლაგდება.
არსებობს ასეთი გამოთქმები: ბედნიერებას დუმილი უყვარს და რითიც დაიკვეხნი, იმის გარეშე დარჩები.
შეგინიშნავთ, რომ გამარჯვებებსა და სხვადასხვა წარმატებებზე საუბრის შემდეგ უსიამოვნებები გხვდებათ, საქმეები ცუდად მიგდით, წარმატება აღარ გწყალობთ? მაშ, როგორ მოიქცეთ? არსებობს, თუ არა კონკრეტული შემთხვევები, როცა სჯობს „ენას კბილი დააჭიროთ?“
ჩვენ გაგაცნობთ წინაპართა სიბრძნეებსა და მსოფლიოს სხვადასხვა კულტურების გამოცდილებებს:
1. გსურთ მაღალ ვიბრაციებზე ცხოვრება? უარი თქვით განსჯაზე
თუ არასახარბიელო სიტუაციის მოწმე გახდით აუცილებელი არ არის სხვებს ამის შესახებ დეტალურად მოუყვეთ. სხვის ნაკლოვანებებზე საუბრისას, მათ საკუთარ თავზე იღებთ.
2. ნურავის მოახვევთ თავს თქვენი ცხოვრების წესს
თუ ვეგეტარიანელი ხართ, საჭირო არ არის ყოველ კუთხეში ადამიანებს ეს გააგებინოთ და ხალხი ხორცის ჭამის გამო დაადანაშაულოთ. არ ღირს მთელი თქვენი ფილოსოფია სხვებს თავს მოახვიოთ და მოუწოდოთ უპირობო სიყვარულით იცხოვრონ.
3. მადლიერება - ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, მოწყალებისა და სიყვარულის ნიშანი
მაგრამ მხოლოდ მანამდე, ვიდრე ამის შესახებ არაფერს ამბობთ. როცა სოც.ქსელში მეგობრებს მუდმივად თქვენი ქველმოქმედების შესახებ უყვებით, მაშინ ეს მხოლოდ პატივმოყვარეობა და ეგოიზმია. მოწყალება და ეგოიზმი, სიყვარული და პატივმოყვარეობა კი შეუთავსებელია. ამიტომ რეკომენდაცია გეძლევათ, თქვენი ქველმოქმედება თქვენთვის შეინახოთ.
4. საჭირო არ არის თქვენი ცხოვრებისეული გეგმების გაზიარება
ოცნებისა და მიზნების დასახვისას თქვენ აზროვნების ფორმირებას ახდენთ და მას ენერგიით მუხტავთ. როცა მათ შესახებ უკლებლივ ყველას უყვებით, მაშინ ამ ენერგიას ნაკუწებად აქცევთ, კარგავს ძალას და ნადგურდება. გეგმები მართლდება, მიზნები მიიღწევა, ოცნებები ხდება ვიდრე ისინი დაფარულია. მათი გაზიარება შეგიძლიათ მხოლოდ მათთვის, ვისაც რეალიზაციისთვის დახმარებას თხოვთ.
5. ნუ მოყვებით რამდენს გამოიმუშავებთ, ნუ დაიკვეხნით ამით
ფული აუცილებლად მშვიდად და მადლიერებით უნდა მიიღოთ. როცა პრემიებით თავი მოგაქვთ და ეს თავადაც გაკვირვებთ ე.ი. მის მისაღებად მზად არ ხართ. ხოლო თუ მზად არ ხართ, მაშინ ვეღარ იღებთ... აქ მოქმედებაში მოდის კანონი: რითიც დაიკვეხნი, იმის გარეშე დარჩები. მდიდარი ადამიანები არ გაჰყვირიან ახალი ფერარის ან 12 მლნ-იანი ვილის შეძენისას. ისინი ამას იღებენ, როგორც მოცემულობას.
6. თუ გმირული საქციელი ჩაიდინეთ, ეს თქვენთვის შეინახეთ
მოხუცებულს ქუჩაზე გადასვლაში დაეხმარეთ? ხანძარი ჩააქვრეთ და დაკვამლიანებული ოთახიდან პატარა ბავშვები გამოიყვანეთ? არ არის საჭირო ამაზე წლიდან წლამდე ილაპარაკოთ და სიმამაცისთვის მედალი მოითხოვოთ. თქვენ ეს გამბედაობამ და მოწყალებამ გაგაკეთებინათ, მაგრამ თუ ამის შესახებ ყველას უყვებით, კეთილ საქმეებს სიამაყითა და პატივმოყვარეობით ანაცვლებთ.
7. ოჯახში მომხდარი სახლის კედლებში დატოვეთ
ნუ მოუყვებით ცუდ საქციელებზე ახლობლებს: მშობლებს, მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს. „ბინძური თეთრეულის საჯაროდ გამოფენით“ ბევრ უარყოფით ენერგიას იღებთ და აძლიერებთ მას. ასევე არ ღირს თქვენს პარტნიორს არამიწიერ სიყვარულზე მოუყვეთ, ესაუბროთ ლამაზ და ჯანმრთელ შვილებზე, დამხმარე და მოსიყვარულე მშობლებზე. რადგან ეს კვლავ უარყოფით ენერგიაზე მეტყველებს. „ბედნიერებას ხომ დუმილი უყვარს“.
კონფუცის უთქვამს: „დუმილი - დიდი მეგობარია, რომელიც არასოდეს გიღალატებს“.
წყარო: lifedeeper.ru