არ აირჩიო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ბრუნდება, რამდენჯერაც წასვლას გადაწყვეტს.
მან, ვინც ვერ აცნობიერებს შენს ფასს, არ იცის, რას ნიშნავს სიყვარული; თუ არ გაფასებს ისეთს, როგორიც ხარ და არ არის დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში შენ მიმართ.
შენ იმსახურებ იმას, ვისაც შეუძლია არჩევანის გაკეთება!
შენთან შეიძლება იყოს ის, ვისაც არ აშინებს იმედგაცრუება, სირთულეები და ცხოვრებისეული პრობლემები. ის, ვინც შენთან არ არის მოვალეობის გრძნობის გამო, არამედ იმიტომ, რომ შენთან ბედნიერია.
შენთან შეიძლება იყოს ის, ვისაც არ აშინებს შენი ეჭვები და შიშები.
ასეთი მამაკაცი არასდროს დაგტოვებს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება მხარდაჭერა.
შენთან შეიძლება იყოს ის, ვისაც ვერ შეაშინებს შენი შეცდომები, წარუმატებლობები და ყველაფერი ის, რაც საკუთარ თავში თავად არ მოგწონს. არ შეაშინებს შენი გრძნობების ძალა.
ვისაც არ ეპარება ეჭვი საკუთარი არჩევანის სისწორეში და არ განიხილავს ალტერნატიულ ვარიანტებს. ვისაც ესმის, თუ რამდენად ძვირფასი ხარ მისთვის.
დიახ, მისთვის ცნობილია შენი ბნელი მხარეები და სისუსტეები. ამიტომ, მის გვერდით ყოფნისას აღარ გრცხვენია.
შენთან შეიძლება იყოს ის, ვისაც არ გააღიზიანებს შენი მკერდი, დაღლილობა, წუწუნი და შფოთვა.
შენთან შეიძლება იყოს ის, ვინც ხშირად შეგახსენებს შენს უნიკალურობას, ძალას და შესაძლებლობებს. ვისი იმედიც ყოველთვის გექნება, რთულ მომენტებში და თავს მარტოდ არ იგრძნობ.
შენთან შეიძლება იყოს ის, ვისაც არ რცხვენია, აჩვენოს თავისი სიყვარული, გამოხატოს, თუ რამდენს ნიშნავ მისთვის.
ის, ვინც გირჩევს ყოველთვის, ყოველდღე, ის ვინც არასოდეს მიდის.
წყარო: thepowerofsilence.co