დილა. ეს არის დრო, რაზეც ხშირად დამოკიდებულია მთელი დღე. ამბობენ, როგორ განწყობაზეც შეხვდები დილას, ისეთი დღეც გექნებაო. ეს სტატია კი დაგეხმარება, შენი დღე ბევრად კარგი, ნათელი და წარმატებული გახდეს.
გთავაზობთ დილის აფრიმაცია-შელოცვებს, რომლებიც მარტივი გასაკეთებელია და არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ხოლო გარანტირებულად ბედნიერ დღეს კი აუცილებლად მოგიტანთ.
არ დაგავიწყდეთ, გაღვიძებისთანავე გაიღიმოთ. ჩემი სლავი ბებია ხშირად იმეორებდა: „მფარველ ანგელოზს უყვარს, როდესაც მას ვუღიმით.“ აუცილებლად ადექით მარჯვენა ფეხზე, თან ჩაიჩურჩულეთ: ,,ვდგამ პირველ ნაბიჯს მარჯვენა ფეხით, იღბალი დღეს იქნება ჩემი“.
სანამ სახლიდან გასასვლელად მოემზადებით, გასვლისას რამდენიმე წუთი შეჩერდით სარკის წინ. ანარეკლს ჩახედეთ თვალებში, გაუსწორეთ მზერა, სარკეს ხელი მიადეთ, შემდეგ კი ჩაილაპარაკეთ: „შენ ყველაფერს შეძლებ! შენ ყველაფერი გამოგივა. დღეს შენ ულამაზესი ხარ!“
თუ სამსხურში, ლექციაზე ან უბრალოდ დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაღლილობა და თავის სუსტი ტკივილი იგრძენით, ნუ იჩქარებთ მიიღოთ წამალი. ჯერ ცივი წყალი დალიეთ. წყალი ენერგიაა, პირველი და უმნიშვნელოვანესი. წყალი კარგად იმახსოვრებს სიტყვების ენერგეტიკას. ეს უკვე მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია. სანამ წყალს მოსვამთ, არ დაგავიწყდეთ, ჩაიჩურჩულოთ შემდეგი სიტყვები: ,,წყალი მომცემს ძალას, ვიყო კარგად; წყალი მომცემს ძალას, შევძლო ყველაფერი. მე გამომივა!“ ასევე, როდესაც დილაობით ცივი წყლით პირს დაიბანთ, ჩაილაპარაკეთ: „სევდას და სიზმრებს გატან შენ, ახალ დღეს ახლიდან ვიწყებ“. - ეს აფრიმაცია დაგეხმარებათ, დილიდან საბრძოლო განწყობაზე იყოთ, ლაღი და მხნე.
როდესაც საყვარელი ადამიანის გვერდით ხართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის გვერდით იღვიძებთ და გინდათ, რომ მთელი დღე თქვენზე ფიქრობდეს, გირჩევთ, აკოცეთ მას საფეთქელზე და ჩაიჩურჩულეთ შემდეგი სიტყვები: „ჩემი სული, ჩემი სიყვარული, ჩემი ფიქრები და გული ყოველთვის შენთანაა!“- ეს აფრიმაცია უზრუნველყოფს თქვენს ენერგეტიკულ ბმას. მერე არ გაგიკვირდეთ, რომ დღის განმავლობაში ხშირად მიიღებთ მისგან სასიყვარულო გზავნილებსა და მონატრების მესიჯებს.
გახსოვდეთ, რომ ყველა აფრიმაცია-სიტყვები, რასაც წარმოთქვამთ, არ უნდა ატარებდეს ერთჯერად სახეს, არამედ უნდა გამოიმუშაოთ ჩვევად, შეასრულოთ ერთსა და იმავე დროს, ცხრა დღის განმავლობაში. აქ მთავარია რწმენა, რამეთუ ის, ვისაც მდოგვისმარცვლისოდენა რწმენა გააჩნია, მთებს გადადგამს.
დალილას ბლოგი