40 წელი დამჭირდა ამ 20 გაკვეთილის ასათვისებლად. არასდროს დაივიწყოთ ისინი - Marao

40 წელი დამჭირდა ამ 20 გაკვეთილის ასათვისებლად. არასდროს დაივიწყოთ ისინი

2019-03-29 15:54:50+04:00
40 წელი ის ასაკია, როცა შეცდომებს ძნელად გპატიობენ. ზოგიერთი ამ ასაკში იწყებს ცხოვრებას თავიდან და მათთვის ისეთი გაკვეთილები მოვამზადეთ, რომლებიც მუდამ გამოადგებათ.
  1. ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა დაუჯეროთ, თავად ხართ. ზოგიერთ ადამიანს არ მოსწონხართ და ასე უნდა იყოს. ვისაც უყვარხართ, იმათ დაუთმეთ მეტი დრო.
  2. ყველა, ვინც ბერდება, ვერ ბრძენდება. ზოგიერთი ერთსა და იმავე შეცდომას მუდმივად უშვებს. ეცადეთ, აღარ დაუშვათ შეცდომები. თავად იცით, რა არის თქვენთვის უკეთესი.
  3. არ დაუჯეროთ მათ, ვინც გეუბნებათ, რომ რაღაც შეუძლებელია. მთავარი მონდომებაა!
  4. მომავალში რა იქნება, არც თქვენ იცით და არც სხვა ვინმემ.
  5. თუ რაღაცის შეცვლა არ შეგიძლიათ, ნურც ინერვიულებთ. სტრესი ცხოვრებას დაგინგრევთ.
  6. იზრუნეთ საკუთარ სხეულზე. გახსოვდეთ, ის თქვენი სულის ტაძარია.
  7. მუდამ გქონდეთ შედგენილი გეგმა, მაგრამ ბრმად ნუ მიჰყვებით მას. თქვენ უნდა შეგეძლოთ კორექტივების შეტანა, ახალი ინფორმაციების მოძიება, თვალსაწიერის გაფართოება.
  8. ტყუილს მუდამ სიმართლე ამჯობინეთ. უმჯობესია, მწარე ტყუილი იცოდეთ, ვიდრე ვიღაცას ბრმად ენდობოდეთ.
  9. შეიყვარეთ საკუთარი თავი. თუ საკუთარ თავს თავად არ დააფასებთ და შეიყვარებთ, არც სხვისგან ელოდოთ იმავეს.
  10. ყველა ადამიანი, რომელსაც თქვენ ხვდებით ამ ცხოვრებაში, არ რჩება სამუდამოდ თქვენ გვერდით. ეს რეალობაა და მას უნდა შეეგუოთ.
  11. თქვენ იმიტომ არ მოხვედით ამქვეყნად, რომ ვინმეს მორალი უკითხოთ. თუ რამის შეცვლა გსურთ, თავად იყავით მათთვის მაგალითი.
  12. თუ შვილები გყავთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. აკონტროლეთ სიტყვები, ქცევა, რადგან ბავშვებისთვის მშობლები მუდამ სამაგალითოები არიან.
  13. ცვლილებები თუ გსურთ, მიზანმიმართული, დისციპლინირებული და შეუპოვარი უნდა იყოთ.
  14. იცხოვრეთ ახლანდელი დროით. არ იცით, რა იქნება მომავალში და წარსულში რაც იყო, ის აღარ შეიცვლება.
  15. გათავისუფლდით წარსულისგან, რათა სიახლეები შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში.
  16. ნუ ეცდებით ადამიანის ძალით გადაკეთებას, აქედან სიკეთეს ვერ მიიღებთ. მიიღეთ ის ადამიანი ისეთი, როგორიცაა.
  17. ცხოვრების გზაზე უამრავი დაბრკოლება შეგხვდებათ, მაგრამ თუ საკუთარ სიმართლეში, თავსა და ძალაში დარწმუნებული ხართ, ვერაფერი დაგამარცხებთ.
  18. ისე მიმართეთ გარშემო მყოფებს, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგმართავდნენ.
  19. იყავით მუდამ კეთილი და ღიმილიანი.
  20. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ ცხოვრებას აირჩევთ და იქნებით თუ არა ბედნიერი.