იყო ერთი ღარიბი ებრაული ოჯახი.
ბევრი შვილი ჰყავდათ, ფული კი ცოტა ჰქონდათ. საწყალი დედა ბევრს შრომობდა - ამზადებდა სადილს, რეცხავდა და ყვიროდა, უჯავრდებოდა ბავშვებს და ცხოვრებასაც უჩიოდა.
საბოლოოდ, ძალა გამოცლილმა რჩევისთვის რაბს (მღვდელმსახური იუდაიზმში) მიაშურა: როგორ უნდა გამხდარიყო კარგი დედა?
ქალი დაფიქრებული გამოვიდა. მას შემდეგ თითქოს სხვა ადამიანად იქცა. არა, ოჯახი არც გამდიდრებულა და არც ბავშვები გამხდარან ნაკლებად ცელქები, მაგრამ დედა მათ აღარ უჯავრდებოდა და სახიდან სასიამოვნო ღიმილს არ იშორებდა. კვირაში ერთხელ ის ბაზარში მიდიოდა, შინ დაბრუნებისას კი მთელი საღამო ოთახში იკეტებოდა.
ბავშვებს ცნობისმოყვარეობა სტანჯავდათ. ერთხელაც თანხმობა დაარღვიეს და დედასთან ოთახში შეიხედეს. ის მაგიდას მიჯდომოდა და ტკბილ ფუნთუშასთან ერთად ჩაის მიირთმევდა.
„დედა, რას აკეთებ? ჩვენზე არ ფიქრობ?“ - შეჰყვირეს აღშფოთებულმა ბავშვებმა.
„ახლავე, შვილებო! - უპასუხა ქალმა. - თქვენთვის ბედნიერ დედას ვქმნი!“
მორალი: თავი სხვებს რომ მიუძღვნა, ამისათვის ჯერ საკუთარი თავი უნდა შეამზადო.
ეს გახლავთ მარტივი ჭეშმარიტება! მთელი ოჯახი - ქმარი და შვილები ბედნიერები რომ იყვნენ, პირველ რიგში საჭიროა ბედნიერი იყოს დედა. ეს ის აქსიომაა, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება.
წყარო: lifedeeper.ru