ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ტყუილის თქმა არ შეიძლება, თუმცა არსებობს „კეთილი“ ტყუილებიც, რომელთა თქმაც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ საყვარელი ადამიანის გრძნობებს ეხება საქმე. მითის მიხედვით, ბიჭები გოგონებს ძალიან ხშირად ატყუებენ, თუმცა არც მთლად მასეა.
1. მიყვარს შენი ნებისმიერი თვისება და ქცევა
შესაძლოა, მართლაც აღმერთებთ თქვენს პარტნიორს, თუმცა, როდესაც რაიმე არ მოგეწონებათ, ბრაზი და გაღიზიანება წამიერად ყველაფერს ცვლის.
2. ვგიჟდები შენს ოჯახსა და მეგობრებზე
ეს, ალბათ, გოგონების ყველაზე ხშირი ტყუილია. ამ სიტყვებით ისინი მხოლოდ პარტნიორის გაბედნიერებას ცდილობენ, მნიშვნელობა არ აქვს, ახლოს არის თუ არა გოგონა ბიჭის ოჯახთან. ყველამ კარგად იცის, რომ მამაკაცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მეგობარ გოგოს მისი ოჯახი უყვარდეს.
3. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენს ურთიერთობას რა სტატუსი ექნება
ყველაზე გავრცელებული და დიდი ტყუილი. ერთადერთი მიზეზი, რატომაც გოგონები ამას ამბობენ, არის შიში საყვარელი მამაკაცის დაფრთხობის. სწორედ ამიტომ, როდესაც ბიჭი კითხვას სვამს ურთიერთობაზე, გოგონები ისე პასუხობენ, თითქოს არც არაფერი და მათთვის სულერთია. არადა, ყველა ქალის სურვილია, ურთიერთობას რაც შეიძლება სერიოზული სახე ჰქონდეს და საბოლოოდ ოფიციალურობამდე მივიდეს.
4. ყველაფერი ისეა, როგორც მინდოდა ყოფილიყო
ერთადერთი, რაც ქალებს უნდათ, არის დაუსრულებლად მოუსმინონ მამაკაცებმა მათ სურვილებს და ყველაფერი ზედმიწევნით შეუსრულონ. ისინი ითხოვენ მეტს და მეტს. მამაკაცი ბოლომდე ვერასდროს დააკმაყოფილებს ქალს. ქალბატონების სურვილების სია დაუსრულებელია.
5. ჩვენს ურთიერთობას არავისთან განვიხილავ
გოგონებს არ სურთ, მათმა პარტნიორებმა გაიგონ, რომ პატარა პრობლემის შემთხვევაშიც კი, ყველა მეგობარს აზრს ეკითხებიან. მეგობრების აზრი პარტნიორთან დაკავშირებით მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ხშირად ძალიან დიდ გავლენასაც ახდენს მათ გადაწყვეტილებაზე.
6. შენ იდეალური ხარ
არამც და არამც! შესაძლებელია ქალისთვის რომელიმე მამაკაცი იდეალური იყოს? როგორც უნდა უყვარდეს, ეს შეუძლებელია. გოგონები მუდმივად ცდილობენ პარტნიორში უფრო და უფრო მეტი დადებითი თვისების გაღვიძებას და არასდროს კმაყოფილდებიან შედეგით.
7. შენ არ ხარ დამნაშავე
თუ ქალმა თქვა, ეს შენი ბრალი არ არისო, ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ შენი ბრალია.
უბრალოდ, თუ გოგონა ხვდება, რომ ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს და პირიქით, უფრო გაამწვავებს ყველაფერს, ურჩევნია თქვას, რომ ყველაფერი კარგადაა და მისი ბრალი არაფერია.
8. ძალიან მიყვარს სპორტული გადაცემების ყურება
ეს საუკეთესო ხელჩასაჭიდია გოგონებისთვის, რომ ბიჭის ყურადღება კიდევ უფრო მეტად მიიპყრონ. რეალურად კი, ქალების უმეტესობა იტყუება და სპორტის მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ. მათ მოდის ან კულინარიული გადაცემების ყურება ურჩევნიათ. მათ სურთ მამაკაცების გაოცება, რომ სხვა გოგონებს არ ჰგვანან.
ნინო აბულაძე