თუ პენსიაზე 55 წლის ასაკში გახვალთ, 80 წლამდე იცოცხლებთ და თუ 65 წლამდე მუშაობთ, ამის ნაკლები შანსი გაქვთ - Marao

თუ პენსიაზე 55 წლის ასაკში გახვალთ, 80 წლამდე იცოცხლებთ და თუ 65 წლამდე მუშაობთ, ამის ნაკლები შანსი გაქვთ

2020-09-05 09:43:21+04:00

მეცნიერულად დამტკიცებულია: სამსახური უარყოფითად მოქმედებს ასაკოვანი ადამიანების ჯანმრთელობაზე.

პენსიაზე გასვლა ბევრ ადამიანში შიშს იწვევს. 43 ცხოვრებისეულ მოვლენას შორის, რომლებსაც ადამიანებისთვის ყველაზე დიდი სტრესი მოაქვთ, საპენსიო ასაკამდე მიღწევა მე-10 ადგილს იკავებს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო ასაკი უსიამოვნო სიურპრიზებითაა სავსე, მას წარმოუდგენელი სარგებელიც მოაქვს, რაზეც ბევრმა არაფერი იცის, მაგრამ მასზე ოცნებობენ. საუბარია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

Похожее изображение

პენსიაზე გასვლასა და ჯანმრთელობას შორის კავშირი

იმაში გასაოცარი არაფერია, რომ სიბერეს თან ახლავს ჯანმრთელობის პრობლემები. გაცილებით საკვირველია ფაქტი, რომ პენსიაზე გასვლას მისი მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.

ფიზიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას, მეცნიერები დღემდე დავობენ იმაზე, თუ რამდენად კარგად ან ცუდად აისახება მასზე პენსიაზე გასვლა. ერთი მხარე მის დადებით ეფექტებზე მიუთითებს, მეორე - უარყოფითზე. მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მათი აზრები ემთხვევა.

ამის ძირითადი მიზეზებია:

- არ არის სამსახური - არ არის სტრესი. პენსიაზე ყველა სამუშაო დაძაბულობა და სტრესი ქრება, ადამიანს სიმსუბუქისა და თავისუფლების განცდა ეუფლება.

- მეტი ძილი. ძილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა კითხვის პასუხია. თუ დილით ადრე აღარსად გეჩქარებათ და აღარც სამსახურში შეყოვნება გიწევთ, მაშინ ძილი მიუწვდომლად აღარ გეჩვენებათ. ძილს გონებრივი დასვენება მოაქვს.

- ფიზიკური აქტივობა. მეტი თავისუფალი დროის გამოჩენისას ბევრი პენსიონერი ფიზიკური აქტივობით კავდება: ფეხით სიარული, იოგა, ჩოგბურთი და ა.შ. ეს ტვინის კვებისთვის შესანიშნავი საშუალებაა.

დაე, ეს იყოს თქვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი

Похожее изображение

გამოდის, რომ პენსიაზე გასვლას თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლია, მაგრამ ნამდვილად არის კი ეს ამდენად დადებითი მოვლენა, თუ პენსიონერის ცხოვრებისგან ჭეშმარიტ სიამოვნებას ვერ იღებთ?

რამდენად მონდომებითაც უნდა ელოდოს ადამიანი ამ მომენტს, პენსიაზე გასვლა მისთვის, შესაძლოა, არც ისეთი მარტივი აღმოჩნდეს. მაგრამ არსებობს რამდენიმე საშუალება, რომლებიც დაგეხმარებათ.

N1: ახალი მეგობრები

არასდროსაა გვიანი სამეგობრო წრის გაფართოებისთვის, მით უმეტეს, პენსიონერობისას. გააგრძელეთ ურთიერთობა ყოფილ კოლეგებთან და მეგობრებთან. ეცადეთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ.

N2: განაგრძეთ სწავლა

თუ ყოველდღიურად რაიმე ახალს შეისწავლით, თქვენი გონება ჯანსაღი და აქტიური კიდევ დიდხანს დარჩება. სამყაროში ყოველთვის არსებობს ახალი შესაცნობი რამ ისევე, როგორც განვითარების საშუალებები.

N3: იპოვეთ ჰობი

სამსახურიდან წასვლამ, შესაძლოა, სიმსუბუქის განცდა მოგიტანოთ, მაგრამ ეს იქნება სრული დაკავებიდან სრულ თავისუფლებაში უეცარი გადასვლა, რაც უდიდესი რადიკალური ცვლილებაა. იყავით კრეატიულები! გაიჩინეთ ჰობი, რაზეც დროს დახარჯავთ და ამით დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

პენსიაზე გასვლა თავგადასავალს ჰგავს

Картинки по запросу grandma is travelling gif

ის ყოველთვის აუზთან ლიმონათით ხელში სიამოვნების მიღებასა და საფრანგეთში მოგზაურობაში არ მოიაზრება, მაგრამ დადებითად აისახება თქვენს ფსიქიკაზე. ახალი ნაცნობობა და ჰობი ნამდვილად იქნება თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავგადასავლის დასაწყისი.

წყარო: cluber.com.ua