ფსიქო

2 მარტივი წესი, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის

2 მარტივი წესი, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის
პირად ცხოვრებაში სულ ორი წესი არსებობს, რომლებიც რეალურად მოქმედებენ. ისინი გამოადგება, როგორც ქალს, ისე მამაკაცს. ვინც ამ წესებს არ იცნობს, ფუჭად კარგავს დროსა და ნერვებს შეუსაბამო ადამიანებზე.

1. წესი პირველი - ურთიერთობაში უნდა იყოს სიმსუბუქე

Картинки по запросу right person gif

მარტივი უნდა იყოს დასაწყისიდანვე. პირველივე წუთებიდან ფიქრობთ, რომ თითქოს დიდიხნის ნაცნობები ხართ. ბიჭი, რომელთან ერთადაც 15 წუთშიც კი მზად ხართ სავაჭრო ცენტრის საპირფარეშოში განმარტოვდეთ, იმაზე უკეთესია, ვიდრე ის, ვისაც 7 წელი შეტყობინებებს უგზავნიდით, რომლებზეც პასუხს ვერ იღებდით. გოგონა, რომელიც თქვენს მიმართ ინტერესს
მაშინვე გამოხატავს, იმ მიუწვდომელ ლამაზმანს სჯობს, რომელსაც ბაჰამის კუნძულებზე სურს წასვლა.

მარტივი - კარგია, რთული - ცუდი. ეს ის აქსიომაა, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება. საერთოდაც, ურთიერთობაში დასამტკიცებელი არაფერი უნდა იყოს.
არც არავის მოპოვებაა საჭირო, არც ვინმესთან შეწყობა ან გამოდევნება. თუ ამას ერთხელ მაინც გააკეთებთ, ყოველდღიურობად იქცევა, პასუხად კი მხოლოდ ჭირვეულ, უმადურ სახეს მიიღებთ. თუ ურთიერთობა მაშინვე მარტივად არ აეწყობა, ე.ი. ის თქვენი ადამიანი არ არის.

რთული ურთიერთობები მხოლოდ მათთვისაა, ვინც მოწყენილია და ბევრი თავისუფალი დრო აქვს. სხვა დანარჩენისთვის კი ეს განცდები მხოლოდ ნერვული სისტემის მტერია.

ადრე თუ გვიან თქვენი მოთმინების ფიალა აივსება. ნუ მისცემთ თავს რთულ ურთიერთობებში გახვევის უფლებას.

2. წესი მეორე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია - ურთიერთობამ სიხარული უნდა მოგიტანოთ.

Похожее изображение

როცა ურთიერთობა სიხარულს აღარ განიჭებთ, ის უნდა შეწყდეს.

ნუ შეეჩვევით ჩხუბს, ცრემლებს, ჭურჭლის ლეწვას. თავი დაანებეთ ხანგრძლივ განხილვებს, შეურაცხყოფებს, საპასუხო დადანაშაულებას. ეს ნორმალური არ არის. ეს არის გზა ჯოჯოხეთისკენ. როგორც კი ურთიერთობაში სიხარულის განცდა ქრება - ის უსარგებლო ხდება.

როცა შენიშნავთ, რომ სიტყვები სიხარულს გართმევენ - დადუმდით. იწყება კამათი - წადით. ადამიანს მხოლოდ თქვენი დადანაშაულება და შეურაცხყოფა სურს - ნუ მისცემთ უფლებას დანაშაულის გრძნობა გაგიღრმავოთ.

წადით! ურთიერთობა მხოლოდ სასიხარულოდ გვჭირდება. ყველა სხვა ურთიერთობა: „შვილებისთვის“, „იმიტომ, რომ ყველა ასე ცხოვრობს“, „ჩვევაა“, „იმიტომ, რომ მის გარეშე უარესია“ უბრალოდ უნდა აიღოთ და ნაგავში მოისროლოთ.


წყარო: lifedeeper.ru


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30