ფსიქო

თუ ქალი სწორად უყვართ, ის საკუთარ თავზე 10-ჯერ უფრო უკეთესი ხდება

თუ ქალი სწორად უყვართ, ის საკუთარ თავზე 10-ჯერ უფრო უკეთესი ხდება
როცა ქალი თავს სასურველად გრძნობს, მას მშვიდად და თავისუფლად უყვარდება საკუთარი თავიც. ის იქცევა ქალად, რომელიც მზადაა, ყველაფერი გაიღოს მაშინაც, თუ ამას არ სთხოვთ. ხდება ერთგული ქალი, რომელიც მზადაა, მთელი მისი ძალისხმევა და დრო დაგითმოთ. ის იქნება ქალი, რომელსაც მთელი გულით ეყვარებით.

როცა ქალი უყვართ, ის სრულიად სხვა ადამიანი ხდება - ავლენს მის საუკეთესო თვისებებს. შესაძლოა, თავი უპირატესად წარმოაჩინოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იცის, რამდენად კარგია, როცა თავს სასურველ ქალად გრძნობ და ამ სიყვარულის დაკარგვის
ეშინია.

როცა ის უყვართ, ყველაფერს გააკეთებს საკუთარ ცხოვრებაში ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად - რაც იმას ნიშნავს, რომ იმაზე ბევრად უკეთესი გახდება, ვიდრე იყო. მას სურვილი გაუჩნდება, ამ სიყვარულის ღირსი იყოს.

როცა ქალი შენთან თავს სასურველად გრძნობს, შესაძლოა, წუწუნი და ბუზღუნი დაიწყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს სიყვარულს ვალდებულებად თვლის. ეს უბრალოდ საშუალებაა გამოხატოს, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს თქვენ გვერდით თავს. ე.ი. ის იმდენად გენდობათ, რომ არც უარყოფითი გრძნობების გამოვლენას ერიდება.


როცა ქალი სიყვარულს გრძნობს, შესაძლოა, ეჭვიანი გახდეს. იქნებ ამის დამალვასაც შეეცადოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას არ განიცდის. სიყვარულის დაკარგვის სურვილი ხომ ნორმალურია.

როცა ქალი თავს სასურველ ქალად გრძნობს, ხანდახან აგრესიულადაც იქცევა. მან ნამდვილი სიყვარულის გემო უკვე გამოსცადა და მზადაა, მის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთოს. აღარავის მისცემს უფლებას, ჩვარი იყოს, რომელზეც ყველა ფეხს შეიწმენდს. იბრძოლებს ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში სურს, საკუთარი სიყვარულის ჩათვლით. ამას თამამად და ხანდახან აგრესიულადაც გააკეთებს.

თუ ქალი უყვართ, ის გრძნობს დაფასებას. ეს იმ ცხოვრებისკენ მისწრაფებაზე შთააგონებს, როგორიც ყოველთვის სურდა. აუმაღლებს მოტივაციას, რომ იბრძოლოს იმისათვის, რასაც მისთვის ღირსეულად მიიჩნევს.

როცა ქალი გრძნობს, რომ სასურველია, მას ვერაფერი შეაჩერებს. ხდება იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო და ამ სრულყოფილებას საზღვრები არ აქვს.


წყარო: lifedeeper.ru


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93